თქვენს ბალიშ ყვითელი ლაქები გაუჩნდა? გარეცხეთ ის მარტივი მეთოდით, რათა თოვლივით თეთრი და ქათქათა გახდეს

36844

შემოგთავაზებთ მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ ბალიშების მარტივად გარეცხვას. მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებთ დამცავ პირებს, თეთრი ბალიშები მაინც ბინძურდება ოფლის ლაქებით და დროთა განმავლობაში უჯდება  უსიამოვნო სუნი.

მოცემული მეთოდით შეგიძლიათ სილიკონის ბალიშების გარეცხვა.

დაგჭირდებათ ცხიმის საწმენდი ნებისმიერი, თქვენთვის ხელმისაწვდომი, ხსნარი. ხსნარის 50 მლ გახსენით 200 მლ წყალში და გადაიტანეთ სპრეი ბოთლში, რათა გამოსაყენებლად იყოს მოსახერხებელი. მომზადებული ხსნარი მიასხურეთ ბალიშის ორივე მხარეს და გააჩერეთ 15 წუთი.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ ბალიში უნდა გარეცხოთ სარეცხ მანქანაში. სასურველია, დოლურაში შეყაროთ სპეციალური  ბურთულები.

400-500 მლ წყალში გახსენით 2 ს. კ. სარეცხი ფხვნილი ან სითხე და იმავე რაოდენობის მათეთრებელი. მიღებული ხსნარი ჩაასხით უჯრაში. მანქანა ჩართეთ 30 გრადუს ტემპერატურაზე და 800 ბრუნზე.

შედეგად მიიღებთ სუფთა და ქათქათა ბალიშებს.