ერთი ნიღაბი ათობით პრობლემის წინააღმდეგ. თითქოს კანი ყოველთვის იდეალურად გლუვი და ნაზი იყო…

346

შემოგთავაზებთ ნიღბის რეცეპტს, რომელიც უმოკლეს დროში წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. მიჰყევით მოცემულ რეკომენდაციებს და იზრუნეთ, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ჩაის ხის ეთერზეთი 4 წვეთი
  • კარტოფილის სახამებელი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხის ცილა (კვერცხი უნდა იყოს ცივი) კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ჩაის ხის ეთერზეთი. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ იმ რაოდენობის სახამებელი, რომ მიიღოთ საშუალო სისქის არაჟნის მსგავსი მასა.
  2. სახე გაიწმინდეთ და მომზადებული მასა ფუნჯით წაისვით სახის კანზე. მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანს. ნიღაბი გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე, დაახლოებით 10-15 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველია, დასაბანად გამოიყენოთ გადადუღებული თბილი წყალი. შემდეგ სახე აუცილებლად გაიწმინდეთ ტონიკით ან ლოსიონით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ 3 დღეში ერთხელ, მინიმუმ 10-ჯერ. შემდეგ შეისვენეთ 3 თვე და ჩაიტარეთ მე-2 კურსი.

რა საშუალებას იყენებთ თქვენ კანის მოსავლელად? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!