შვრიის ნიღაბი სახის კანისთვის: 2 რეცეპტი, რომელიც მეგობარმა მასწავლა, მე კი ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები

514

ქალბატონებს აქვთ თავის მოვლის პატარ-პატარა საიდუმლოებები, რომელთა წყალობით ისინი შეუდარებლად გამოიყურებიან. ბევრი მათგანი უპირატესობას ხელნაკეთ კოსმეტიკას ანიჭებს, რადგან ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო გზა ბუნებრივი საშუალებების გამოყენებაა. ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ბუნებრივი პროდუქტები ძალიან სასარგებლოა კანისთვის და, გარდა ამისა, შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე აკონტროლოთ შექმნის პროცესი. მართალია, ბუნებრივი ინგრედიენტები მყისიერ შედეგს არ იძლევა, მაგრამ იღებთ გრძელვადიან ეფექტს, რომელიც თანდათან ვლინდება.

სახის კანის მოვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია შვრია. შვრიის ფაფას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, კვებავს კანს, ატენიანებს და სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ეფექტები.

შემოგთავაზებთ შვრიის ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც საოცრებებს ახდენს კანისთვის.

ნიღაბი N1

ნიღაბს აქვს დამარბილებელი ეფექტი, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ებრძვის პიგმენტაციას, ამიტომ განსაკუთრებით ეფექტურია გაზაფხულზე.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • შვრიის ფანტელი 5 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შვრიის ფანტელს დაასხით ლიმონის წვენი, აურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. მიიღებთ ფაფისებურ მასას. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე, მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების ირგვლივ ადგილებს. გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ და  აუცილებლად ძილის წინ, რადგან ლიმონის ნიღბების გამოყენების შემდეგ მზეზე გასვლა არ შეიძლება.

ნიღაბი ათანაბრებს კანის ტონს და  კანის დეფექტები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

ნიღაბი N2

შემოგთავაზებთ მკვებავი ნიღბის რეცეპტს, რომელიც შეესაბამება  მგძნობიარე კანს. ნიღაბს აქვს დამარბილებელი ეფექტი, ატენიანებს კანს, ხსნის სიწითლეს, ზრუნავს კანის მინერალურ ბალანსზე, არბილებს და ანიჭებს სიგლუვეს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 5 ს. კ.
  • რძე 1,5 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • წყალი 1,5 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შვრიის ფანტელს დაასხით წყალი და რძე, აურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ თაფლი და აურიეთ. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გაითვალისწინეთ, რომ ინგრედიენტების არჩევისას მნიშვნელოვანია ფოკუსირება არა მხოლოდ სასურველ შედეგზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ალერგიისადმი მიდრეკილება და კანის მგრძნობელობა.

თუ გსმენიათ შვრიის ამ სასარგებლო თვისების შესახებ და თუ გამოგიყენებიათ ეს უნივერსალური პროდუქტი სახის კანის მოსავლელად? აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცდონისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით.