ეს ხელნაკეთი ნიღბები არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე არაბიუჯეტური კოსმეტიკური პროდუქცია

231

ხელის კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. შემოგთავაზებთ უმარტივესი, ბიუჯეტური პროდუქტების ბაზაზე მომზადებული სკრაბებისა და მკვებავი ნიღბის რეცეპტებს, რომელთა საშუალებით სახლის პირობებში შეძლებთ ხელის კანის მოვლას.

ყავის სკრაბი ხელებისთვის

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ყავის ნალექი 1 ჩ. კ.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ხელებზე. შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით.

სოდის სკრაბი

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • საკვები სოდა 1 ჩ. კ.
  • ტანის გელი ან თხევადი საპონი 1 ს. კ.

მოცემუი ინგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ ხელებზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი.

მკვებავი ნიღაბი

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სკრაბის შემდეგ აუცილებლად გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
  • რძე ნახევარი ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • აბუსალათინის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და მოხმარების წესები:

სახამებელს ნელ-ნელა დაასხით თბილი რძე და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ურევთ განუწყვეტლივ. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და თბილს დაამატეთ ლიმონის წვენი, თაფლი, აბუსალთინის ზეთი. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნიღაბი წაისვით ხელებზე და შემოიხვიეთ ცელოფანი ან გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები. სამოქმედოდ დაიტოვეთ 25-30 წუთი. პროცედურის ბოლოს ხელები დაიბანეთ თბილი წყლით.

ლიმონის წვენი ათეთრებს კანს. აბუსალათინის ზეთი აფერხებს კანის დაბერებას და აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.

შემოთავაზებული მარტივი, ბიუჯეტური პროცედურები ხელების კანს მატებთ ტონუსს, კვებავს, ატენიანებს კანს და აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.