12 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავამატოთ ჭარხალი ყოველდღიური კვების რაციონში

1405

სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ჭარხალი გვეხმარება ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მოგვარებაში. ამ ბოსტნეულს ხშირად ვაწყდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებში, რაც მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებების დასმახურებაა.

ახლა კი დეტალურად გავერკვიოთ, თუ რას კურნავს ისეთი იაფი და ხელმისაწვდომი ბოსტნეული, როგორიც ჭარხალია.

ჭარხლის სასარგბლო თვისებები

1. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

რეგულარულად მიირთვით ჭარხალი, თუ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ. სასარგებლო შენაერთებით მდიდარი ეს ბოსტნეული განსაკუთრებით სასარგებლო თავის ტვინის სისხლძარღვებისთვისაა.

2. წმენდს ღვიძლს და ანახლებს მის უჯრედებს

ჭარხალი წარმოადგენს ბეტაინის ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს. ეს შენაერთი აუცილებელია ჩვენი ღვიძლის ნორმალური და გამართული მუშაობისთვის.

3. აღმოფხვრავს მენსტრუაციულ დარღვევებს 

ჭარხალი რკინის მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც სტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას. თუ მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები ან მენპაუზისათვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები გაწუხებთ, მიირთვით დიდი რაოდენობით ჭარხალი.

4. თავიდან გვარიდებს კიბოს

არაერთი კვლევით დამკტიცებულია, რომ ჭარხალი წარმოადგენს ისეთი ბუნებრივი შენაერთების წყაროს, რომლებიც თავიდან გვარიდებს ავთვისებიანი წარმონაზარდების ფორმირებას და იცავს სხეულის ჯანსაღ უჯრედებს პათოლოგიური ცვლილებებისგან.

5. ამცირებს არტერიულ წნევას

ჰიპერტონიკებისათვის რეკომენდებულია დღეში 1 ან 2 ჭიქა ჭარხლის წვენის მირთმევა. ეს პროდუქტი გვეხმარება არტერიული წნევის შემცირებაში და მოწესრიგებაში.

6. ხსნის ანთებას

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჭარხალი აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და გვეხმარება ანთების დამარცხებაში.

7. კურნავს ყაბზობას

საკვები უჯრედისით მდიდარი ეს ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ის გვიხსნის ყაბზობას, მეტეორიზმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და ა.შ.

8. ამარცხებს ანემიას

როგორც უკვე ვახსენეთ, ჭარხალი რკინით მდიდარი პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში. სწორედ ამ მიზეზის გამო, თუ თქვენ ანემია გაწუხებთ, აუცილებლად მიირთვით ეს იაფი და ხელმისაწვდომი ბოსტნეული.

9. აქვს დადებითი გავლენა კუნთებზე

ძალიან სასარგებლოა ჭარხალი სპორტსმენებისთვის, რადგან მძიმე ფიზიკური ვარჯიშების შესრულების შემდეგ ის ეხმარება ჩვენს კუნთებს ბოლომდე აღდგენაში.

10. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობით გამორჩეული ჭარხალი ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისთვის.

11. გვიუმჯობესებს განწყობასა და ფსიქიკას

ბეტაინითა და ტრიფტოფანით მდიდარი ეს პროდუქტი გვეხმარება სტრესისა და დეპრესიის დამარცხებაში. ძალიან სასარგებლოა ჭარხალი ცენტრალური ნერვული სისტემისთვისაც.

12. ხელს უწყობს ნაყოფის სრულფასოვნად განვითარებას

ორსულობის დროს მიირთვით გონივრული რაოდენობით ჭარხალი, რათა შეუწყოთ ხელი ნაყოფს სრულფასოვნად განვითარებაში.

როგორც ხედავთ, უბრალო ჭარხალი მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია. აუცილებლად გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი ამ ბოსტნეულით, რათა ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ სიმხნევე და კარგი ჯანმრთელობა.