როგორ გავიძლიეროთ გულის კუნთი და გავიწმინდოთ სისხლი მარტივი საშუალებით

10658

ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირია როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, არაჯანსაღი საკვები და მავნე ჩვევები – 3 ძირითადი ფაქტორი, რომელსაც დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენი გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე.

სერიოზული გართულებები თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებელია საჭირო ზომების დროულად მიღება, რაშიც იგულისხმება ორგანიზმის, სისხლისა და სისხლძარღვების გაწმენდაზე და გულის კუნთის გაძლიერებაზე ზრუნვა.

ყველა ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს აბსოლუტურად ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

როგორ გავიძლიეროთ გულის კუნთი

დაგჭირდებათ: 

  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 2 ს.კ. ლიმონის დაფქული ცედრა
  • 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი

შეაჩერეთ არჩევანი რაც შეიძლება მუქი ფერის ქიშმიშზე. როდესაც ლიმონს შეიძენთ, დარწმუნდით, რომ ის არ არის გაჯერებული პესტიციდებითა და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებებით.

მომზადებისა და მიღების წესი: 

  1. დაფქვით ლიმონის ცედრა.
  2. 2 სუფრის კოვზ დაფქულ ცედრას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა (200 მლ) მდუღარე წყალი.
  3. დაუმატეთ ნარევს 2 სუფრის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ქიშმიში.
  4. ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი ერთი საათით.

მზა საშუალება გადაწურეთ ახალ, სუფთა ჭურჭელში. მიირთვით ის 1/3 ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 1 თვიანი შესვენების გაკეთება.