ასაკის მატების პარალელურად ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი აწყდება ჰორმონალური ფონის დარღვევისა და ენდკრინული სისტემის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ჰორმონალური ფონის მოწესრიგება ძალზედ მნიშვნელოვანია საკითხია კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, თუ თქვენ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელიც დიეტების დაცვის მიუხედავად წონას ვერფრით იკლებს, სავსებით შესაძლებელია, პრობლემა ჰორმონალური ფონის დარღვევაში იყოს.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ენდოკირნული სისტემის მუშაობის მოწესრიგებაზე, რაშიც ჩვენი დღევანდელი სასმელები დაგეხმარებათ. ამ საშუალებების მიღებიდან ხანმოკლე დროში თავს გაცილებით ახალგაზრდად, მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.
როგორ დავირეგულიროთ ჰორმონალური ფონი
რეცეპტი №1: ლიმონიანი წყალი
ადამიანების დიდი ნაწილი დილას ლიმონიანი წყალით გახდომის მიზნით იწყებს. ძალიან ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ეს სასმელი საუკეთესო საშუალებაა ქალბატონებისათვის ჰორმონალური ფონის მოსაწესრიგებლად.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ლეპტინზე, რომელსაც მეორენაირად “სინაყრის ჰორმონის” სახელწოდებით ვიცნობთ. თუ ამ ჰორმონის გამომუშავების პროცესი დარღვეულია, ჩვენ განვიცდით შიმშილის აუხსნელ და აუტანელ შეგრძნებას, რაც პროვოცირებს ჭარბწონიანობასა და გაცხიმოვნებას.
საკმარისია, ჩაწუროთ 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ან თბილ წყალში ნახევარი ლიმონის წვენი და მიირთვათ ეს სასმელი ყოველ დილას და საღამოს, რათა მოიწესრიგოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობა.
რეცეპტი №2: ჟოლოს ფოთლების ჩაი
ჟოლოს ფოთლების ჩაი ძალიან კარგი საშუალებაა ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობის გასამრთად. თუ ერთ ფინჯან ამ ჩაის ყოველდღიურად მიირთმევთ, შეძლებთ ჰორმონალური ფონის მოწესრიგებას და გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟოლოს ჩაი აძლიერებს საშვილოსნოს ყელის კედლებს და საგრძნობლად გვიწყობს ხელს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების მარტივად გადატანაში, როგორიცა: მენსტრუაციული ციკლი, კლიმქასი და პრეკლიმაქსური პერიოდი.
1 ჩაის კოვზ ჟოლოს გამომშრალ ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 15-20 წუთით. ოდნავ გაგრილებული სასმელი მიირთვით დილის საათებში, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. არ დალიოთ ჟოლოს ფოთლების ჩაი, რადგან კოფეინის საკმაოდ მაღალი შემცველობის გამო, ის გვიშლის ხელს გამოძინებაში.
რეცეპტი №3: რძე და კურკუმა
აღმოსავლეთსა და აზიაში ამ სასმელს “ოქროს რძის” სახელწოდებით იცნობენ, რაც ნამდვილად ზუსტი შეფასებაა. კურკუმიან რძეს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვნეს ჰორმონალურ ფონზე, იმუნურ სისტემაზე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე და ა.შ. მას საკმაოდ ხშირად იყენებენ გაციებითი დაავადებების სამკურნალოდაც.
რეკომენდებულია მისი ძილის წინ მირთმევა იმ შემთხვევაშიც, თუ დარღვეული გაქვთ ძილის რეჟიმი,გაწუხებთ ნერვოზი, სტრესი ან დეპრესია.
200 მილილიტრ ცხელ რძეში დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა, მოურიეთ და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით. მიირთვით ეს სასმელი თბილ მდგომარეობაში დაძინების წინ, რათა შეძლოთ მოდუნება და ხარსიხიანად დასვენება. მეორე დილას თავს ისე ენერგიულად იგრძნობთ, როგორც არასდროს!
სამივე სასმელი მართლაც რომ ძალიან ეფექტური საშუალებაა ჰორმონალური ფონისა და ენდოკრინული სისტემის მუშაობის მოსაწესრიგებლად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!