შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ბალზამის რეცეპტს. რეცეპტი უძველესია და იგი თაობიდან თაობებს გადაეცემა. მოსამზადებლად უმარტივესი ნატურალური საშუალება, ქიმიური მედიკამენტების გარეშე, მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
საჭირო ინგრედიენტები:
- 400 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთიც)
- 1 ცალი სოფლის კვერცხი
- ფუტკრის ცვილი (აუცილებლად ნატურალური) 60 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გაითვალისწინეთ, თუ ბალზამს შინაგანი გზით იყენებთ სამკურნალოდ, აუცილებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ხოლო გარეგანი მკურნალობისას_ ნებისმიერი მცენარეული ზეთი.
მოხარშეთ კვერცხი. დაგჭირდებათ მხოლოდ გული.
ზეითუნის ზეთს დაამატეთ დაქუცმაცებული ცვილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცვილის გადნობის შემდეგ შეურიეთ დაჭყლეტილი კვერცხის გულის მცირე ნაწილი. თუ ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდა, გადმოდგით ცეცხლიდან და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ დარჩენილი კვერცხის გული. შემდეგ გაწურეთ ბადის საშუალებით და გადაიტანეთ მინის ქილაში. გაგრილებამდე შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე, თორემ ცვილი ქილის ძირზე დაილექება.
ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ დაავადებათა სამკურნალოდ:
1. ჰაიმორიტი
ბალზამის მცირე მასა გაადნეთ ჩაის კოვზზე და თითო-თითო წვეთი, დღეში ორჯერ, ერთი საათის ინტერვალით, ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში. ბალზამი გაგათავისუფლებთ ჩირქისგან. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.
2. ჩირქოვანი ოტიტი
ბამბის პატარა ტამპონი გააჯერეთ ბალზამით და კომპრესი ჩაიდეთ ყურში. ბალზამს გამოაქვს ჩირქი. ამ გზით შეგიძლიათ უმკურნალოთ ყურის ყველა სახის ინფექციას.
3. ყელის ტკივილი, ტონზილიტი
ბალზამი წაისვით კისერზე, ქვედა ყბის ქვეშ. შემოიხვიეთ თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ მთელი ღამე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში რამდენჯერმე.
4. ბრონქიტი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი, წყლულები
ბალზამის ნახევარი ჩ. კ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შინაგანი გზით გამოყენებისას ბალზამს ამზადებთ ზეითუნის ზეთით.
5. ქალური დაავადებები: მასტიტი, საკვერცხის კისტა და ანთება
საკვერცხის კისტის, ანთების, საშვილოსნოს ფიბრომიომის საწყის ეტაპზე სამკურნალოდ დილა-საღამოს გაიკეთეთ ბალზამით გაჯერებული ტამპონები. ხოლო მასტიტის შემთხვევაში ბალზამით გააჯერეთ თხელი ბუნებრივი ქსოვილი და მკერდზე გაიკეთეთ კომპრესები. კომპრესები შეცვალეთ ყოველ 2 საათში ერთხელ.
6. დამწვრობები, წყლულები, იარები, კბილის ტკივილი, სახსრების ტკივილი
ბალზამი წაისვით დაზიანებულ უბნებზე, შეიხვიეთ ბინტით და დაიტოვეთ მთელი ღამე.
კბილის ტკივილის შემთხვევაში ბალზამი შეიზილეთ მტკივნეულ კბილზე და ღრძილზე.
7. ტროპიკული წყლულები, განგრენა
დაზიანებულ ადგილებზე ყოველ 2 საათში ერთხელ გაიკეთეთ ბალზამის საფენები. შეხორცების პროცესი ძალიან სწრაფად წავა.
8. ბუასილი
მარლის ტამპონი გააჯერეთ ბალზამით. ტამპონი გაიკეთეთ უკან ტანში და დაიტოვეთ მთელი ღამე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 8-10 დღე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მკურნალობა გააგრძელოთ.
9. ბალზამი აძლიერებს ფრჩხილებს. შეიზილეთ ის ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამე.
საუკეთესოა მწერების ნაკბენების, ჩირქოვანი გამონაყარის საწინააღმდეგოდ, ქუსლების გაუხეშებული კანის დასარბილებლად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!