მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია რეგულარულად ღვიძლის ტოქსინებისა და წიდებისგან გაწმენდაზე ზრუნვა. ასე არა მხოლოდ მოიწესრიგებთ ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობას, არამედ შეძლებთ წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებას.
ცხოვრების თანამედროვე სტილი, რაშიც იგულისხმება არასწორი კვება, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, მავნე ჩვევები და ჭარბი სტრესი, უარყოფითად ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. ღვიძლის ტოქსინებით დაბინძურების შედეგად გვიქვეითდება იმუნიტეტი, გვაწუხებს ქრონიკული დაღლილობა, გვიჩნდება აპათია, დეპრესია, უარესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა, გვიჭირს ზედმეტი კილოგრამების მოშორება, გვიგროვდება ცხიმოვანი ფენები და ა.შ.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ძალიან სასარგებლო სასმელის რეცეპტს, რომელიც 72 საათში ბოლომდე გაწმენდს თქვენს ღვიძლს მავნე ნარჩენებისგან და შეგიწყობთ ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი 72 საათში
ინგრედიენტები:
- ლიმონი – 3 ცალი
- დაქუცმაცებული ოხრახუში – 1 ჩაის ჭიქა
- ნიახურის ღერო – 5 ცალი
- წყალი – 6 ჩაის ჭიქა
ინსტრუქცია:
- ჩაასხით ბლენდერში სამივე ლიმონისგან კარგად გამოწურული წვენი, დაუმატეთ ორახუში და ნიახური.
- ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- მიღებულ მასას დაუმატეთ 6 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
მზა სასმელი მიირთვით 2 ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. ამ სამი დღის განმავლობაში თქვენ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ცხიმებს, თეთრი ფქვილის ნაწარმს, ტკბილეულსა და გაზირებულ სასმელებს, რათა საგრძნობლად გაამარტივოთ და დააჩქაროთ მავნე ნარჩენების მოშორების პროცესი.
3 დღიანი კურსის დასრულების შემდეგ გაააკეთეთ დაახლოებით 10 დღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ დაიწყეთ ამ სასმელის მიღება იგივე ინსტრუქციით.
ამ დროში თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ ღვიძლს და მაქსიმალურად გაიუმჯობესებთ ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობას.
თუ ეს ინფრომაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!