ეს მარტივი ხრიკი ყველა მეგობარს ვასწავლე. ახლა ყველაზე ძველი ტაფებიც კი სისუფთავისგან იბრწყინებს!

22284

ტაფებიდან და ქვაბებიდან ჭვარტლისა და ცხიმის ნადების მოშორება ქიმიური საწმენდი საშუალებებით თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა უმეტეს შემთხვევაში შედეგი არადამაკმაყოფილებელია. ცადეთ ბიუჯეტური და უსაფრთხო ხელნაკეთი საწმენდი საშუალება და პატარა ხრიკი. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კოკა-კოლა 200 მლ
  • საკვები სოდა 2 ს. კ.
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება 2 ს. კ.
  • მარილი 2 ს. კ.

გამოყენების წესი:

1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში ან გამოიყენეთ პლასტმასის ბოთლი და თავსახური რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ.

2. ტაფა ან ქვაბი ჩადეთ პოლიეთილენის დიდ პარკში და მთელ ზედაპირზე მიასხურეთ მომზადებული ხსნარი.

3. პარკი შეკარით და გააჩერეთ რამდენიმე საათი.

4. ჭვარტლი და ცხიმის ნადები დარბილდება და ძალიან მარტივად აიღებთ ჭურჭლის სახეხი ღრუბლის საშუალებით.

მიიღებთ სასურველ შედეგს და თქვენი ქვაბები და ტაფები  იბრწყინებს.