კანის დაბერება ბუნებრივი პროცესია. თუ რეგულარულად იზრუნებთ კანზე და აქტიურად გამოიყენებთ ბუნებრივი ინგრედიენტაბით მომზადებულ კოსმეტოლოგიურ საშუალებებს, შეძლებთ ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ.
შემოგთავაზებთ კიტრისა და ალოე ვერას გასაოცარ ტანდემს. ორივე ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მათი კომბინაცია კი საოცრებებს ახდენს კანისთვის.
კიტრი
კიტრის 97% შეადგენს წყალი და შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, რომელთაც დიდი სარგებელი მოაქვს როგორც კანისთვის, ისე ჩვენი ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის.
კიტრი ატონიზირებს კანს, აღადგენს უჯრედებს და საუკეთესო საშუალებაა შეშუპებული ქუთითოებისა და თვალების ირგვლივ ჩამუქებული კანის გასაღიავებლად.
წყლის მაღალი შემცველობისა და E ვიტამინის წყალობით კიტრი აღადგენს, ატენიანებს კანს და იცავს უჯრედებს.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი კიტრი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ღრმად წმენდს კანს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, აფერხებს აკნეს წარმოქმნას.
ალოე ვერა
ეს მცენარე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიურ ინდუსტრიაში. ნუტრიენტებით მდიდარი ალოე ვერა ძალიან სასარგებლოა კანისთვის. ის ღრმად წმენდს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებსა და ნებისმიერ სხვა სახის დაბინძურებას, არ აძლევს ფორებს დაბლოკვის საშუალებას.
ალოე ვერას გელი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან, ხელს უწყობს უჯრედის რეგენერაციას, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, ამცირებს არსებულ ნაოჭებს და აფერხებს ახლის წარმოქმნას. ალოე ვერა ატენიანებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას, სიგლუვეს, ჭიმავს კანს.
ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ალოე ვერას წყალობით გელი აკნეს საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა, საგრძნობლად ამცირებს გამონაყარს და ხელს უშლის აკნეს ნაწიბურების გაჩენას.
კიტრისა და ალოე ვერას ბაზაზე მომზადებული გელი კანის ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. გამოყენებული ინგრედიენტების წყალობით გელი ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას, ჭიმავს კანს, ანიჭებს ელასტიურობას, მატებს ტონუსს, ღრმად ატენიანებს, კვებავს და აფერხებს ნაოჭების გაჩენას.
გელის რეგულარულად გამოყენება კანის ნაადრევი დაბერებისა და ასაკთან დაკავშირებული ნიშნების გავრცელების შესანიშნავი პრევენციაა.
გელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გამოხდილი წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- წვრილად დაჭრილი კიტრი (გული ამოაცალეთ) ნახევარი ჩ. ჭ.
- ალოე ვერას გელი ნახევარი ჩ. ჭ.
- E ვიტამინი 1 კაფსულა
მომზადების წესი:
- კიტრი, ალოე ვერას გელი და წყალი დააბლენდერეთ.
- დაამატეთ E ვიტამინი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
გამოიყენეთ ძილის წინ. სახე დაიბანეთ და გელი თხელ ფენად წაისვით. წასასმელად გამოიყენეთ ფუნჯი. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. ამ დროის განმავლობაში გელის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები ღრმად აღწევს კანის ყველა შრეში.
დილით სახე დაიბანეთ თბილი წყლით.