პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კარგი ზოგადი ჯანმრთელობა. არსებობს არაერთი სამეცნიერო კვლევა, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით, პირის ღრუში დიდი რაოდენობით მავნე მიკროორგანიზმების დაგროვება შეიძლება საფუძვლად ჩაეყაროს ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიც შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია.
მართალია, თანამედროვე ბაზარი სავსეა პირის ღრუს მოსავლელი სპეციალური კბილის პასტებითა და სხვა საშუალებებით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათი მინიმუმ 90% არაერთ მავნე ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის: ფტორიდებს, დიეთანოლამინს, ხელოვნურ დამატკბობლებსა და პროპილენის გლიკოლს შეიცავს.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არსებობს თანამედროვე კბილის პასტების არაჩვეულებრივი საშინაო, გაცილებით ეფექტური და ჯანსაღი ალტერნატივა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. კბილის ეს ნატურალური პასტა არაჩვეულებრივად გვაშორებს ნადებს ემალიდან, ახშობს ანთებით პროცესებს, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და თავიდან გვარიდებს ღრძილების დაავადებებს.
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
- პიტნის ზეთის 1 ან 2 წვეთი
- 1 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი
ინსტრუქცია:
- მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი პატარა ჭურჭელში და კოვზით კარგად მოურიეთ. ისინი ერთმანეთში ბოლომდე უნდა გაიხსნას.
- ჩვეულებრივი კბილის პასტის მსგავსად, გაიხეხეთ კბილები ამ საშუალებით ყოველ დილას.
- გამოივლეთ პირის ღრუში დიდი რაოდენობით წყალი.
უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ (უსიამოვნო ნადები და სუნი წარსულში დარჩება).
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!