ეს რეცეპტი სოკოვანი ინფექციის მოსარჩენად წლების წინ მეგობარმა მასწავლა. მას შემდეგ ბევრი ადამიანი მოვიმადლიერე

6663

ფეხისა და ფრჩხილის სოკო საკმაოდ უსიამოვნო და ძნელად სამკურნალო ინფექციაა. აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ კომპლექსური მკურნალობა. ლოსიონების, კრემებისა თუ მალამოების პარალელურად უნდა გაიკეთოთ სამკურნალო აბაზანები და დაიცვათ ჰიგიენა.

გთავაზობთ მკურნალობის ეტაპობრივ მეთოდს და გაგიზიარებთ სამკურნალო მწვანე ხსნარის რეცეპტს ხალხური მედიცინიდან.

პირველი ეტაპი მოიცავს სამკურნალო აბაზანას.

ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ:

  • მარილი 4 ს. კ.
  • სოდა 2 ს. კ.
  • იოდი 5 წვეთი

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებულ აბაზანაში 15 წუთით ჩაყავით ფეხები. შეგიძლიათ დაამატოთ ხოლმე ცოტა-ცოტა ცხელი წყალი. ფეხები შეიმშრალეთ და გადადით მკურნალობის შემდეგ ეტაპზე.

დაზიანებული ფრჩხილი დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით. წყალბადის ზეჟანგი გადაიტანეთ სპრეი ბოთლში და შეასხურეთ ფეხსაცმელშიც. აუცილებელია, ჰიგიენის რეგულარულად დაცვა.

მესამე ეტეპი ალოეს ბაზაზე მომზადებული სოკოს საწინააღმდეგო მწვანე ხსნარის გამოყენებაა.

სამკურნალო ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალოეს წვენი 50-60 მლ
  • სალიცილის მჟავას 2%-იანი სპირტხსნარი 25 მლ
  • ჩაის ხის ზეთი 10 მლ

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გადაიტანეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში. წყალბადის ზეჟანგით დამუშავების შემდეგ ხსნარი წაისვით დაზიანებულ უბნებზე და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე. შემდეგ გაიწმინდეთ  ხელსახოცით, არ დაიბანოთ.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე რეგულარულად.

სოკოს საწინააღმდეგოდ უებარია პროპოლისის სპირტიანი ნაყენიც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!