დეიდები და მამიდები ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. №1 ადამიანები დედის შემდეგ

46783

კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის ყველაზე ძლიერია მსოფლიოში! დიახ, ეს მართლაც ასეა, თუმცა ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ სხვა ისეთი ახლობელი ადამიანებიც, რომელთაც ვუყვარვართ და ისინი ჩვენზე ზრუნავენ. მშობლების შემდეგ ყველა ადამიანის ცხოვრებაში №1 ადამიანები დეიდები და მამიდები არიან. დედის ან მამის და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მართლაც რომ უნიკალურ როლს თამაშობს. სწორედ ამ ადამიანებთანაა დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის ტკბილი და ძვირფასი მომენტების საკმაოდ დიდი ნაწილი. იყო კარგი დეიდა ან მამიდა – საკმაოდ დიდი შრომის, გამოცდილებისა და უზარმაზარი სიყვარულის ტოლფასია.

დიდი და მეგობრული ოჯახის ყოლა მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა! რა თქმა უნდა, ბებიები, ბაბუები, ნათლიები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მათი როლი დეიდებისა და მამიდების როლისგან ძალზედ განსხვავებულია. სწორედ დედის ან მამის და არის ის ადამიანი, რომელიც მზად არის, ნებისმიერ სიტუაციაში და ვითარებაში დადგეს ჩვენს გვერდში და საკუთარი ქალური სიბრძნით წარმოუდგენლად დიდი დახმარებაც კი გაგვიწიოს.

დეიდისა და მამიდის როლი ბავშვის აღზრდაში

1. დეიდები უქმნიან ბავშვს სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას ცხოვრებაზე – არა ისეთს, როგორი წარმოდგენებიც ჩვენს მშობლებს სურთ, რომ შეგვიქმნან. ეს ის ადამიანია, რომელიც ყველაფერს გეტყვით ისე, როგორც არის და არ მოგატყუებთ ბავშვის სწორი აღზრდის გადმოსახედიდან. დეიდები და მამიდები ყოველთვის მზად არიან, დაუფიქრებლად გამოგიწოდონ დახმარების ხელი ნებისმიერ სიტუაციაში.

2. დეიდა ყოველთვის გვსტუმრობს მნიშვნელოვან დღესასწაულებზე და მაქსიმალურად ცდილობს, გაგვანებივროს ლამაზი საჩუქრებით და გაგვიმასპინძლდეს უგემრიელესი კერძებით.

3. ის ყოველთვის ბედნიერია, როდესაც შენს გვერდში არის. დეიდა ყოველთვის ამაყობს ჩვენი წარმატებებებით, ჩვენს განცდილ კრახებზე კი სხვასთან არასდროს საუბრობს.

4. ათას ერთი კოცნა და ჩახუტება – ის, რასაც დეიდებისგან და მამიდებისგან უნდა ელოდოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ჩვენს ნახვას ყოველდღე ვერ ახერხებენ, მცირე დროში ჩვენთვის ზღვა ემოციებისა და სითბოს გაზიარებას ახერხებენ.

5. როდესაც ბავშვებს ეშინიათ მშობლებთან მისვლა და საკუთარ პრობლემებზე საუბარი, ისინი ყოველთვის დეიდას ან მამიდას მიმართავენ, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გულდასმით მოგვისმენენ, საჭირო რჩევას მოგვცემენ და ჩვენს ნაამბობს საიდუმლოდაც შეინახავენ.

6. დეიდები ჩვენ ყოველთვის გვიზიარებენ საინტერესო რჩევებს ისეთ თემებთან და საკითხებთან დაკავშირებითაც კი, რომელთა შესახებ საუბარსაც მშობლების უმრავლესობა მაქსიმალურად არიდებს თავს.

7. დეიდები და მამიდები ყოველთვის მზად არიან, გაგვიწიონ ძიძობა და გვაჩუქონ სიამოვნებისა და ბედნიერების დაუვიწყარი წუთები.

8. დეიდა არასდროს გიყვირით და არასდროს გეჩხუბებათ. თქვენი მის გვერდში ყოფნა ზღვა სიხარულისა და ბედნიერების ტოლფასია.

9. როდესაც ახალი დისშვილი ან ძმისშვილი იბადება, დეიდები და მამიდები კიდევ უფრო განსაკუთრებულ ადამიანებად გრძნობენ თავს. ოჯახის ყოველი ახალი წევრი მათ კიდევ უფრო ბედნიერ და ამაყ ადამიანებად აგრძნობინებს თავს.

ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით, დეიდები და მამიდები ჩვენს ცხოვრებაში მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან, რომელთაც ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ.

ეთანხმებით თუ არა ამ ფაქტებს? თქვენი აზრით, რამდენად დიდია დეიდისა და მამიდის როლი ბავშვის სწორ აღზრდაში? არ დაგავიწყდეთ ჩვენთვის თქვენი აზრის გაზიარება.