გაბრტყელებული პური და უგემრიელესი შიგთავსი. ყველაზე გმერიელი და ორიგინალური საუზმის ვარიანტი ეს არის!

669

შემოგთავაზებთ სურნელოვანი, ხრაშუნა და ძალიან გემრიელი ტოსტის რეცეპტს. სოსისისა და ყველის ტოსტი თქვენი ოჯახის ყველა წევრის საყვარელი საუზმე გახდება. გემრიელი და ნოყიერი კერძი მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სოსისი 3 ცალი
  • ყველი 6 ნაჭერი
  • ტოსტის პური 6 ნაჭერი
  • დაჭყლეტილი ნიორი ნახევარი ჩ. კ.
  • კარაქი 60 გრ
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სოსისი დაჭერით სიგრძეზე.

2. ყველი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ნიორი დაჭყლიტეთ.

3. ოხრახუში წვრილად დაჭერით. დარბილებულ კარაქს შეურიეთ ოხრახუში, თაფლი და ნიორი.

4. ტოსტის პური გააბრტყელეთ.

5. ერთი მხრიდან წაუსვით კარაქისა და ნივრის მიქსი. პურის გაბრტყელებული ნაჭრის საპირისპირო კიდეები შეაერთეთ კბილის ჩხირებით.

6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ პურები. თითოეულ პურში შედეთ ყველის ნაჭერში გადახვეული სოსისი და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 15-20 წუთი.

გემრიელი, ხრაშუნა, ნოყიერი და ნივრის პიკანტური გემოთი გაჯერებული ტოსტი უნდა მიირთვათ ცხელი.

გემრიელად მიირთვით!