ღრუბელივით ნაზი და ფუმფულა დესერტი, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ისეთი ფაფუკია, პირში მოხვედრისთანავე დნება

18905

შემოგთავაზებთ მსუბუქი, ნაზი, ფუმფულა, მაღალი, იოგურტის სასიამოვნო მჟავიანობით გაჯერებული ბისკვიტის რეცეპტს. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 3 ჩ. ჭ.
  • ბერძნული იოგურტი 350-400 გრ
  • სახამებელი 3 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • შაქრის ფხვნილი ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი:

1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. გულს დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ დაამატეთ სახამებელი, გამაფხვიერებელი, იოგურტი და თქვეფთ ღრუბელივით ფუმფლა და ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

2. ცალკე თასში ათქვიფეთ ცილა. დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა და მარილი. უნდა მიიღოთ ღრუბელივით თეთრი და ჰაეროვანი მასა.

3. ცილისა და გულის მასები გააერთიანეთ. ურევთ ნაზად.

4. დაგჭირდებათ 18-20 სმ დიამეტრის მაღალი საცხობი ფორმა. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ მზა ცომი. პირველი ნახევარი საათი აცხობთ 160 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო შემდეგი 10 წუთი_140 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ღუმელი გამორთეთ, მაგრამ ბისკვიტი დატოვეთ კიდევ 10 წუთი.

5. მზა ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან და გადაიტანეთ ლანგარზე.

6. გაგრილებული ბისკვიტი დაფარეთ შაქრის ფხვნილით. გამოდის ძალიან მაღალი, ნაზი, ღრუბელივით ფუმფულა, ჰაეროვანი და სველი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!