ძმარი ლაქების წინააღმდეგ: ასე ნებისმიერ ნივთს შეუნარჩუნებთ სისუფთავესა და მკვეთრ ფერს

5272

თანამედროვე სამყაროში ხშირად გვესმის სარეცხი ფხვნილების მავნებლობის შესახებ. არსებული საშუალებების უმეტესობა შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებს ალერგენებს, აღიზიანებს კანს და იწვევს ორგანიზმის ფუნქციონირების დარღვევასაც კი.
იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული იყოთ მსგავსი პრობლემებისგან, სცადეთ ჩვეულებრივი ძმარი. იგი არამხოლოდ ლაქებს უმკლავდება და ათეთრებს ტანსაცმელს ქიმიური საშუალებების მსგავსად, არამედ არ ავნებს თქვენს ორგანიზმს.

ძმარი რეცხვისთვის

ბევრი, ალბათ, სკეპტიკურად უყურებს ძმრის შესაძლებლობებს და მის გამოყენებას სერიოზულად ვერ აღიქვამს. გააგრძელეთ კითხვა და ვნახოთ, ისევ ასე თუ იფიქრებთ:

1. ძმარი ტანსაცმელს უნარჩუნებს ფერს

ძმარი ხსნის საპნისა და ფხვნილის ნადებს და ხელს უშლის ტანსაცმლის გახუნებას.

2. ასრულებს კონდიციონერის ფუნქციას

ძმარი არაჩვეულებრივად არბილებს ტანსაცმელს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საწოლის თეთრეულისა და პირსახოცების რეცხვისას.

3. უზრუნველყოფს ანტისტატიკურ ეფექტს

არავითარი ანტისტატიკები დღესასწაულის წინ. გარეცხეთ ტანსაცმელი ძმრით და აღარ დაიმუხტება.

4. ნივთებს პირვანდელ სითეთრეს დაუბრუნებს

გაყვითლებული მაისურები და განაცრისფერებული პირსახოცები აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. დაუმატეთ რეცხვის დროს ძმარი და ამას მარტივად მიაღწევთ.

5. ამოჰყავს ლაქები

ამ მომენტიდან დაივიწყეთ ლაქებისამომყვანის შესახებ, რადგან ამ ფუნქციისთვის ძმარიც საკმარისია. თუ მას სოდასაც დაუმატებთ, ლაქები უკვალოდ გაქრება.

6. აშორებს უსიამოვნო სუნს

ყველას გვაწუხევს ზოგიერთი გარეცხილი, მეორადი ტანსაცმლის უსიამოვნო სუნი. ამ სიტუაციაშიც ძმარი დაგეხმარებათ.

7. დაიცავს ნივთებს გადაღებვისგან

ძმართან ერთად არ შეგეშინდებათ სარეცხის მანქანაში წითელი მაისურისა და თეთრი შარვლის ერთად მოთავსება. უბრალოდ ჩაალბეთ ძმარში ნივთები გარეცხვამდე.

8. ხელს შეუშლის ნადების წარმოქმნას

ნივთების გარდა, ძმარი უფრთხილდება სარეცხის მანქანასაც – იცავს მას ობის, ნადების, უსიამოვნო სუნისა და მავნე ბაქტერიებისგან.

როგორ გამოვიყენოთ ძმარი სწორად

სასურველი შედეგისა და მიზნის მიხედვით, ძმრის დოზა 100-200 მლ-ებს შორის მერყეობს.

ნაკლებ მოცულობას იყენებენ მაშინ, როცა ძმარს კონდიციონერის, ანტისტატიკის ან მათეთრებლის ფუნქცია აქვს. ასევე, 100 მლ საკმარისია ფერის გასამკვეთრებლად ან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ამ შემთხვევებში, ძმარი კონდიციონერის დანაყოფში უნდა ჩაასხათ.

ლაქების ამოსაყვანად, სარეცხი მანქანის დასაცავად და მეტისმეტად ჩამჯდარი და უსიამოვნო სუნის ამოსაყვანად 200 მლ სითხე დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში, ძმარს ფხვნილის დანაყოფში ვათავსებთ.

რისთვის არ უნდა გამოიყენოთ

ძმრის გამოყენებაზე უარი იმ შემთხვევაში უნდა თქვათ, როცა აბრეშუმის რეცხვას აპირებთ – იგი მჟავების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა. ასევე, არ გამოიყენოთ მჟავა ტყავის, მაქმანის, ატლასის, ხავერდის ან შიფონის ნაკეთობებზე.