მიირთვით ეს არომატული ჩაი, რათა ჩაახშოთ ანთება, მოიშოროთ ზედმეტი სითხე და დაიჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

1615

ოხრახუშს საკმაოდ ხშირად იყენებენ გარნირის სახით, კერძებისათვის საოცარი გემოსა და არომატის მისანიჭებლად. გარდა მისი ფართო გამოყენებისა კულინარიაში, ოხრახუშს ხშირად ვაწყდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებშიც, რაც მისთვის დამახასიათებელი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაა განპირობებული.

  • ოხრახუში ამცირებს ავთვისებიანი წამონაზარდების განვითარების რისკს – მირისტიცინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ეს მცენარე, კიბოს საწინააღმდეგო ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი შენაერთია. არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერება რამდენჯერმე ანელებს ავთვისებიანი წამონაზარდების ფორმირებისა და განვითარების პროცესს.
  • კურნავს ნერვულ გაღიზიანებას – ნერვის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ნეიროტოქსიკურობით. თუ ამ ტერმინის მნიშვნელობა არ იცით, გეტყვით, რომ ნეიროტოქსიკურობა არის თავის ტვინის ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გამოწვეულია ტექნოგენური ტოქსიკური ნივთიერებებით, პესტიციდებითა და მძიმე მეტალებით.
  • ხსნის ანთებას – ანთება ქრონიკული დაავადებების განვითარების საფუძველია (ართრიტი, პოდაგრა, ოსტეოართრიტი და ა.შ.). ოხრახუში სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც შესწევს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩახშობის ძალა, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

ოხრახუშის ჩაი

ინგრედიენტები: 

  • ოხრახუშის 4-5 ღერო
  • 3 ჩაის ჭიქა წყალი
  • მეოთხედი ან ნახევარი ლიმონი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. აადუღეთ წყალი.
  2. ჩაყარეთ ჭურჭელში დაქუცმაცებული ოხრახუში (თავის ღეროთი და ფოთლებით), პატარა კუბიკებად დაჭრილი ლიმონი და დაასხით ადუღებული წყალი.
  3. დააყოვნეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ.
  4. გადაწურულ, ოდნავ გაგრილებულ სითხეში დაამატეთ თაფლი, კარგად მოურიეთ და მიირთვით.

რეცეპტში შემავალი აბსოლუტურად ყველა კომპონენტი გამოირჩევა სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. გარდა ანთების ჩახშობისა, ზედმეტი სითხის მოშორებისა, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებსა და კიბოს პროფილაქტიკისა, ეს ჩაი მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა ელემენტით.

გაინებივრეთ რეგულარულად საკუთარი თავი ამ არომატული სასმელით, რათა შეინარჩუნოთ კარგი ჯანმრთელობა და სიმხნევე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!