საღამოს ნიღაბი, რომელმაც ჩემი კანი ლაქებისგან და ნაწიბურებისგან ბოლომდე გაწმინდა. დღეს თქვენც გასწავლით

25605

კანისთვის ახალგაზრდობისა და სილამაზის ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები რეგულარულად. მართალია, კოსმეტიკურ სალონში ვიზიტი და სხვადასხვა პროცედურების ჩატარება ქალბატონების დიდი ნაწილისთვის დიდ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამის დრო და ფინანსები ყველას ნამდვილად არ გვაქვს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

საბედნიეროდ, არსებობს არაერთი ძალიან ეფექტური საშიანო ნიღაბი, რომელთა დახმარებით სხვადასხვა კოსმეტიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა სახლის პირობებში მარტივად არის შესაძლებელი.

სახის ნიღაბი სოდის დამატებით

საჭმელი სოდა

– ძალიან ძლიერი ანტიბქტერიული საშუალება, რომლის ყოველდღიურ ნიღბებში დამატებით, შეძლებთ აკნესგან და პიგმენტური ლაქებისგან თავის გათავისუფლებას, პატარა ზომის ნაოჭების გაგლუვებასა და კანისთვის სიმტკიცის დაბრუნებას.

1. გამწმენდი

თუ საჭმელი სოდისა და წყალბადის ზეჟანგს ერთმანეთში შეურევთ (პროპორციები 2 : 1), მიიღებთ ნარევს, რომელიც ბოლომდე გაგიწმენდთ კანის ფორებს დაგროვებული ჭუჭყისა და სიბინძურისგან, მოგაშორებთ ლაქებს და გაახალგაზრდავებს თქვენს კანს ვიზუალურად რამდენიმე წლით.

ნარევი უნდა წაისვათ სახის კანზე ნელი წრიული მოძრაობებით და დაიტოვოთ სამოქმედოდ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანოთ გრილი წყლით. ნიღბის გაკეთების შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანზე დამატენიანებელი კრემის წასმა.

2. დამატენიანებელი

1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა დაუმატეთ 2 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელებს და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა. მიღებული საშუალება კარგად შეიზილეთ სახის კანში, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასე შეძლებთ კანის სათანადოდ გამოკვებას და დატენიანებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანაი ახალგაზრდობისა და სილამაზის ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად.

როგორც უკვე გითხარით, ორივე ნიღაბი ძალიან ეფექტურია კანის მოსავლელად, მის საფუძვლიანად გასაწმენდად, დასატენიანებლად და გამოსაკვებად. რეგულარული პროცედურების შედეგად, თქვენ გათავისუფლდებით აკნესგან, პიგმენტური ლაქებისგან, გახდით ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს და ვიზუალურად გაიახალგაზრდავებთ თავს.

სოდის გამწმენდ ნიღაბს რეგულარულად უკვე რამდენიმე წელია ვიყენებ და შედეგით ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვარ! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. იზრუნეთ დაქალებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!