შეაგროვეთ მოუმწიფებელი მწვანე კაკალი მაისის თვეში. 3 უძველესი რეცეპტი, რომელიც მრავალი დაავადებისგან გიხსნით

52751

მწვანე კაკალი – პროდუქტი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. მას საკმაოდ ხშირად ვხვდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებში, რაც ამ ნაყოფისათვის დამახასიათებელი სასარგებლო მკვებავი ნითიერებების მაღალი შემცველობითაა განპირობებული.

ის ძალიან მდიდარია C, E, P, B1 და B2 ვიტამინებით, კაროტინით, ჰინონებით, ორგანული მჟავებითა და კუმარინებით.

მოუმწიფებელი, მწვანე გარსის მქონე კაკალი სასარგებლოა იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ინტიმურ ცხოვრებაში პასიურებით გამოირჩევიან. ძალიან დადებითი გავლენა აქვს ამ პროდუქტს ფეხმძიმე ქალბატონებზე და მათი ნაყოფის განვითარების პროცესზე.

კუჭისა და ნაწლავების პრობლემები, რაქიტი, პოდაგრა, ჭიები და პარაზიტები, ანემია, ქრონიკული ეგზემა, ავიტამინოზი – მცირე ჩამონათვალი იმ უსიამოვნო მოვლენებისა, რომელთაც მწვანე კაკალი მარტივად გაუმკლავდება.

4 უძველესი ხალხური რეცეპტი

1. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის წინააღმდეგ

დაგჭირდებათ 100 ცალი მწვანე კაკალი. თითოეული მათგანი უნდა გაჭრათ 4 ნაწილად, ჩაყაროთ 3 ლიტრიან მინის ქილაში და დაასხათ იმ რაოდენობით ნატურალური თაფლი, რომ ნაყოფი ბოლომდე დაიფაროს. ხის კოვზით კარგად გადაურიეთ მასას და ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.

მზა ნარევი დააყოვნეთ 6 თვის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას. უმჯობესი იქნება, თუ მას მიწაში ჩამარხავთ.

6 თვის შემდეგ გადაწურეთ ეს საშუალება ახალ ქილაში კაპრონის ბადის ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. ქილას დააფარეთ თავსახური და შეინახეთ სამკურნალო მასა მაცივარში.

დაიწყეთ მისი მიღება ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

2. ღვიძლისა და ნაწლავების ბოლომდე გასაწმენდად, სკლეროზის პროფილაქტიკისთვის

4 ნაწილად გაჭრილი 100 ცალი მწვანე ნაყოფი ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 800 გრამი თაფლი და 0,7-1 ლიტრი ოჯახის არაყი. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ეს მასა 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას, პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ.

2 კვირის შემდეგ გადაწურეთ სითხე ახალ ჭურჭელში და დაიწყეთ მისი მიღება ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ.

3. უნივერსალური ნაყენი, რომელიც დაგიცავთ 50-ზე მეტი დაავადებისაგან

დაგჭირდებათ 50 გრამი კაკლის მოუმწიფებელი, ჯერ კიდევ მწვანე ნაყოფი. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ მისგან ფაფა და დაასხით 0,5 ლიტრი არაყი. ჭურჭელს კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მასა მზიან ადგილას 2 კვირის განმავლობაში. პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ.

დაყოვნებული ნარევი გადაწურეთ ახალ ჭურჭელში და დაიწყეთ მისი მიღება 1 ან 2 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

მოცემული საშუალება არაჩვეულებრივია სისხლის მომატებული წნევის დროს, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას, გასტრიტისა და მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში, დიაბეტის დროს და ა.შ.

მწვანე კაკალი უკუჩვენებითია პაციენტებისათვის, რომელთაც ქრონიკული კოლიტი ან ენტეროკოლიტი აღენიშნებათ. მისი მიღებისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული, თუ გაწუხებთ ეგზემა, ფსორიაზი და ნეიროდერმიტი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!