თუ ოჯახის წევრების გახარება გსურთ, მოუმზადეთ მათ ყველაზე გემრიელი ჩებურეკი კეფირის ცომით

1520

ჩებურეკი, რომელიც ჩვენში ძალიან პოპულარულია, მონღოლებისა და ქურთების ტრადიციული კერძია. ზოგიერთი ვერსიით, ის ყირიმელმა თათრებმა მოიგონეს და მოგვიანებით გავრცელდა შუა აზიაში. ჩებურეკის მომზადების ხელოვნება წარმატებით აითვისეს რუსეთის მაცხოვრებლებმაც და ჩვენში, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

დღევანდელ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ უგემრიელესი ჩებურეკის მომზადების საოცრად მარტივი ინსტრუქცია – თქვენ არ მოგიწევთ ცომის საათობით ზელვა და სხვადასხვა არც თუ ისე იოლი მანიპულაციების ჩატარება. ამ რეცეპტით მომზადებული ჩვენი საყვარელი კერძი მართლაც იმდენად გემრიელი გამოდის, რომ ჩებურეკის დასაგემოვნებლად სწრაფი კვების ობიექტებს აღარასდროს გაეკარებით.

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი – 400 გრამი
  • კეფირი – 1 ჩაის ჭიქა
  • კვერცხი – 1 ცალი
  • საქონლის ფარში – 500 გრამი
  • ხახვი – 2 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი – 100 მლ
  • წყალი – 5-6 სუფრის კოვზი

ინსტრუქცია: 

  1. კვერცხი და თაფლი თქვიფეთ ჩანგლის გამოყენებით ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე, შემდეგ დაუმატეთ მწიკვი მარილი.
  2. პატარ-პატარა ულუფებით დაუმატეთ მასას ფქვილი. როდესაც მიიღებთ სათანადოდ სქელ კონსისტენციას, გადმოიტანეთ ცომი მყარ ზედაპირზე, რომელზეც ფქვილი გაქვთ მოყრილი და შეიდექით მის ამოყვანას.
  3. გამზადებულ ცომს გადააფარეთ თბილი ქსოვილი ან სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დატოვეთ 20 წუთით.
  4. პარალელურად შეუდექით შიგთავსის მზადებას: ფარშში დაამატეთ საშუალო სისქის ნაჭრებად დაჭრილი ხახვი, წყალი, მარილი, პილპილი და კარგად აზილეთ.
  5. დასვენებული ცომი დაყავით 12 თანაბარი ზომის ბურთად.
  6. კარგად გააბრტყელეთ თითოეული გუნდა, ცენტრში დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი და შემდეგ შეუკარით კუთხეები. კუთხეებზე გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი, რათა შეწვის პროცესში ის არ გაიხსნას და შიგთავსი არ გადმოიღვაროს.
  7. გააცხელეთ მცენარეული ზეთი ტაფაში საშუალო ცეცხლზე და შემდეგ მობრაწეთ ჩებურეკი მასში ორივე მხრიდან.
  8. დაბრაწული ჩებურეკები სულ რამდენიმე წუთით უნდა დავაყოვნოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა ხელსახოცებმა ზედმეტი ცხიმი ბოლომდე გამოიწოვოს.
  9. გემრიელად მიირთვით!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეცეტი მოგეწონებათ. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც, რომელთაც კერძების მომზადება და სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან უყვართ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!