მალთაშუა დისკების თიაქარი ოპერაციის გარეშე განკურნებადია. მსუბუქი ვარჯიშები და მარტივი რეცეპტი ტკივილის გასაქრობად

13870

როგორ ვითარდება ხერხემლის მალთაშუა დისკების თიაქარი? მალთაშუა დისკი შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესმაგვარი კონსისტენცია აქვს. მალთაშუა დისკს, სხვადასხვა მიზეზების გამო, უჩნდება ნაპრალები, რის შედეგადაც ირღვევა ფიბროზული კაფსულის მთლიანობა და დატვირთვის დროს მისგან ჟლესმაგვარი პულპოზური მასა გარეთ სრულად და ან ნაწილობრივ გამოიდევნება.

როგორც მოგეხსენებათ, ეს უსიამოვნო მოვლენა საშინელ დისკომფორტთან და ტკივილებთანაა დაკავშირებული. პაციენტების უმრავლესობა ქირურგიულ ჩარევაზე უარს ამბობს და პრობლემის გადაჭრას ალტერნატიული ხერხებით ცდილობს. ხალხური მედიცინა გვთავაზობს არაერთ საკმაოდ ეფექტურ საშუალებას, რომელიც საგრძნობლად გვიმსუბუქებს და გვიუმჯობესებს მდგომარეობას დისკოზის დროს. თუ ამ საშინაო საშუალებებს სპეციალურ ვარჯიშებსაც დაურთავთ, ძალიან მალე საოცარ შვებასაც იგრძნობთ.

როგორ ვებრძოლოთ მალთაშუა დისკების თიაქარს

საშუალება №1 – ნედლი კარტოფილი

აიღეთ ერთი კარტოფილი, კარგად გარეცხეთ და გათალეთ. მოამზადეთ მისგან ფაფა ბლენდერის ან ხორსაკეპის გამოყენებით. მიღებული ფაფა უხვად წაისვით მტკივან ადგილზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და დაწექით მუცელზე. დაიტოვეთ ეს კომპრესი სამოქმედოდ მინიმუმ 1 საათით. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად, რამდენჯერაც მოგიხერხდებათ.

საშუალება №2 – ზეთში შემწვარი ნიორი

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება დისკოზის დროს ტკივილის მოსახსნელად ზეთში შემწვარი ნიორია. აიღეთ 10 კბილი ნიორი, გაასუფთავეთ და დაკეპეთ. დაკეპილი ბოსტნეული დაუმატეთ ტაფაზე კარგად შემთბარ ზეთს და დატოვეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთით. თბილი მასით კარგად დაიმუშავეთ მტკივანი ადგილები და შემოიხვიეთ თბილი ქსოვილი. დაიმუშავეთ წელი და ხერხემლის დაზიანებული მონაკვეთი ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

გარდა ამ ორი მართლაც ძალიან ეფექტური საშუალებისა, მალთაშუა დისკის თიაქრის სამკურნალოდ, რეკომენდებულია რამდენიმე მსუბუქი ვარჯიშის შესრულება, რომელთაც იხილავთ ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!