როდესაც აფთიაქს ვსტუმრობ, მაგნიუმის სულფატის შეძენა არ მავიწყდება. 6 პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ინგლისური მარილით ვებრძვი

0
3916

მაგნიუმის სულფატის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვსმენია – ის საკმაოდ ძლიერი დამამშვიდებელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და სპაზმოლიტური პრეპარატია. გარდა ამ საოცარი თვისებებისა, მაგნიუმის სულფატი არაერთი პრობლემის გამკლავებაში გვეხმარება. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს უნიკალური ნივთიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა მისგან მართლაც საოცრად დიდი სარგებელი მიიღოთ.

1. თმისთვის

თმის ძირები რომ გაიმაგროთ და გაიჯანსაღოთ, საკმარისია, შეურიოთ 1 სუფრის კოვზი მაგნიუმის სულფატი ამავე რაოდენობით თმის კონდენციონერში და მზა ნარევი გულდასმით გაინაწილოთ თმის მთელ სიგრძეზე თავის დაბანის დროს. ასეთი მკვებავი პროცედურის შემდეგ თმა უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით. თუ თმის ცვენა გაწუხებთ, ეს საშუალება ეფექტურად გაუმკლავდება პრობლემას, თანაც მინიმალურ დროში.

2. სახის კანისთვის და მთელი სხეულისთვის

მაგნიუმის სულფატის გამოყენებით მარტივად არის შესაძლებელი უებარი სკრამის მომზადება სახის კანისთვის. უბრალოდ ჩაამატეთ მცირეოდენი ინგლისური მარილი თქვენს მკვებავ კრემში. მიღებული ჰომოგენური კონსისტენცია წაისვით ტენიან კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 3 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ამ პროცედურას კვირაში 2-ჯერ მაინც ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებსაც შენიშნავთ: თქვენი სახის კანი გადაიჭიმება, მკვდარი და დაზიანებული უჯრედები ბოლომდე მოგშორდებათ, პატარა ზომის ნაოჭები გაგლუვდება და შეინიღბება. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ მინიმუმ რამოდენიმე წლით გაიახალგაზრდავებთ თავს.

3. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

სპეციალური აბაზანები, მცირე რაოდენობით მაგნიუმის სულფატის დამატებით, ხსნის კუნთების ტკივილს, ამცირებს არტერიულ წნევას და არაჩვეულებრივია ისეთი საშინელი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორიც თრომბოზია. უბრალოდ ჩაამატეთ თქვენს აბაზანაში 2 ჩაის ჭიქა მაგნეზია, იგივე ინგლისური მარილი.

4. წონის დასაკლებად

ჭარბ წონასა და ზედმეტ ცხიმოვან ფენებს წარმატებით ებრძვიან მაგნიუმის სულფატის გამოყენებით. 1/4 ჩაის ჭიქა წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მაგნიუმის სულფატი, კარგად მოურიეთ. მიღებული ხსნარით კარგად დაასველეთ ბამბის ქსოვილი, შმოიხვიეთ ის მუცელზე და დაიფიქსირეთ სტრეჩით (საკვების პლიონკით). პროცეუდირს ხანგრძლივობა – 25 წუთი. თუ 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ამ პროცედურას ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებებსაც აუცილებლად შენიშნავთ.

5. სტრიებისა და კუნთების ტკივილის დასამარცხებლად

მაგნიუმის სულფატს საკმაოდ ხშირად იყენებენ კომპრესების სახით სტრიების მოსაშორებლად და კუნთების ძლიერი ტკივილის დასამარცხებლად. 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში ჩაამატეთ ამავე რაოდენობით ინგლისური მარილი და კარგად გადაურიეთ. მზა ბლანტი კონსისტენციის მასა უნდა წაისვათ სხეულის პრობლემურ მონაკვეთზე, გადაიხვიოთ თბილი ქსოვილით და დაიტოვოთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით.

6. სოკოს გასანადგურებლად

ფეხის აბაზანებში მცირეოდენი მაგნიუმის სულფატის დამატებით თქვენ გათავისუფლდებით ფეხის გულებისა და ფრჩხილების მიკოზისგან. პატარა ზომის ტაშტში ჩაასხით 2 ლიტრი ცხელი წყალი და ჩაყარეთ 100 გრამი ინგლისური მარილი. მოათავსეთ ფეხები ასეთ აბაზანაში მინიმუმ 15 წუთით. დაახლოებით 10 პროცედურის შემდეგ სასიამოვნო შედეგი თვალსაჩინო იქნება.

შემდეგ ჯერზე, როდესაც აფთიაქს ესტუმრებით, არ დაგავიწყდეთ მაგნიუმის სულფატის, იგივე ინგლისური მარილის შეძენა. თუ ამ უნიკალური პროდუქტის გამოყენების გამოცდილება გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here