როგორ აღვიდგინოთ დაზიანებული სახსრები და დავამარცხოთ ტკივილი მხოლოდ ლიმონის ცედრით

6094

ლიმონი მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული ციტრუსია, რომელი გვიცავს არაერთი სერიოზული პრობლემისა და დაავადებისაგან.

პექტინი, ბიოფლავანოიდები, ფოლიუმის მჟავა, A, B1, B6 და C ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი და მანგანუმი – ყველა ეს ნივთიერება, რომელთაც ჭარბად შეიცავს ლიმონი, აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

ამ ციტრუსს აქვს დადებითი გავლენა ჩვენი ღვიძლის, კუჭის, ნაწლავების, იმუნური, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე.

თუ მას რეგულარულად მიიღებთ, თავიდან აირიდებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ბრონქიტი, გრიპი, გაციება, ლარინგიტი, ართრიტი, ბაქტერიული ინფექციები, კენჭების ფორმირება თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში, მაღალი არტერიული წნევა და ა.შ.

არაერთი კვლევით დამტკიცებულია, რომ ლიმონი გვეხმარება ისეთი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკაშიც კი, როგორიც კიბოა. იცოდით, რომ საკმაოდ ხშირად მიმართავენ ლიმონს დახმარებისათვის ის პაციენტები, რომელთაც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ?

ლიმონი დაზიანებული სახსრებისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ლიმონის ცედრა
  • ზეითუნის ზეთი

ინსტრუქცია: 

  1. 2 ლიმონის წვრილად დაჭრილი ცედრა ჩაყარეთ ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით ზეითუნის ზეთი, რომ შიგთავსი ბოლომდე დაიფაროს.
  2. ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ის 14 დღის განმაცლობაში ოთახის ტემპერატურაზე.
  3. მზა საშუალება კარგად წაუსვით რამდენიმე ფენად გადაკეცილ მარლაზე, დაიფინეთ მტკივან სახსარზე. ზემოდან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და შალის თბილი ქსოვილი.
  4. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით.
  5. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად ტკივილების სრულ გაქრობამდე.

ლიმონის ცედრის სასარგებლო გავლენა ჩვენს სახსრებზე ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში თქვენ საოცარ შვებას აუცილებლად იგრძნობთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!