როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს წონის დაკლების მცდელობის დროს ჭარხლისა და კეფირის დახმარებით

4769

შემოგთავაზებთ ჭარხლითა და კეფირით მომზადებული კოქტეილის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ წონის დაკლებას და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას.

განტვირთვის დღეები ჭარხლისა და კეფირის სმუსით  გრძელდება მხოლოდ 3 დღე. ასეთი ექსტრემალური დიეტა ხელს უწყობს ნაწლავების ნაზ წმენდას, ტოქსინების გამოდევნას და წონის სწრაფ კლებას. სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე.

2 ულუფა კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ჭარხალი 150 გრ
  • უცხიმო კეფირი 350 მლ
  • ლიმონის წვენი 1-2 ს. კ.

მომზადების წესი:

1. ჭარხალი მოხარშეთ ან ფოლგაში გაახვიეთ და მოამზადეთ ღუმელში. შემდეგ გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან დაჭერით პატარა ნაჭრებად.

2. ჭარხალს დაამატეთ უცხიმო კეფირი, ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ. თუ გსურთ, კოქტეილს დაამატეთ ყინულის კუბიკები და გემრიელად მიირთვით.

3. მთელი დღის განმავლობაში იღებთ მხოლოდ კოქტეილს 3-4  ულუფას და წყალს.

4. სამდღიანი მკაცრი დიეტის შემდეგ, კვების რაციონი დატვირთეთ მოხარშული ხორცით, თევზით, ბოსტნეულითა და ხილით.

5. გაითვალისწინეთ, ასეთი მკაცრი დიეტის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის. თუ თქვენ კუჭის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემა გაქვთ შერჩიეთ უფრო მსუბუქი დიეტები.

გისურვებთ წატმატებებს!