მცენარე ქალბატონებისათვის, რომელიც მოგიწესრიგებთ ჰორმონალურ ფონს, დაგიცავთ დიაბეტისა და გაცხიმოვნებისაგან

2201

ეს ის მცენარეა, რომელსაც ძველ დროში “სიცოცხლის ხედ” მოიხსენიებდნენ. საუბარია თუთაზე, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. სასარგებლოა არა მხოლოდ თუთის ნაყოფი, არამედ მისი ფოთლებიც კი, რომლისგანაც ამზადებენ საკმაოდ გემრიელ და არომატულ ჩაის.

თუთის ხის ფოთლების ჩაი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავების მუშაობას, რაც სასარგებლოდ ისახება არა მხოლოდ ჩვენს ფიგურაზე, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზეც კი.

ეს ჩაი გამოირჩევა C ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც თავიდან გვარიდებს დიაბეტსა და სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის მატებას. გარდა ამისა, C ვიტამინი ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც აჯანსაღებს, აძლიერებს ჩვენს თმასა და ფრჩხილებს.

რატომ არის სასარგებლო თუთის ფოთლების ჩაი?

  • ის თავიდან გვარიდებს დიაბეტს;
  • ებრძვის გაცხიმოვნებას;
  • არეგულირებს სისხლის წნევას;
  • ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს;
  • აუმჯობესებს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას;
  • თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას;
  • აწესრიგებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას;
  • ფლობს ბაქტერიციდულ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს;
  • თავიდან გვარიდებს ოსტეოპოროზს.

როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ თუთის ფოთლების ჩაი?

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • 3 ჩ.კ. თუთის ნედლი და კარგად დაქუცმაცებული ფოთლები

მომზდებისა და მიღების წესი:

  1. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ თუთის დაქუმაცებული ფოთლები, გამორთეთ ცეცხლი და ჭურჭელს დააფარეთ თავსახური.
  2. დააყოვნეთ მასა თავდახურულ მდგომარეობაში დაახლოებით 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ.
  3. გაყავით მზა სასმელი 4 თანაბარ ულუფად. მიირთვით ის ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
  4. ულუფა, რომელსაც ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან მიიღებთ, გეყოფათ ერთი დღე.
  5. ყოველი დღისთვის უნდა მოამზადოთ ახალი სასმელი.

უმჯობესი იქნება, თუ ამ ჩაის მიირთმევთ ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთებთ შესვენებას ანალოგიური ვადით.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის საშინაო საშუალება. ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენებამდე ოჯახის ექიმთნ კონსულტაციის გავლაა რეკომენდებული.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!