თუ თქვენ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს რეცეპტი! ის მინიმალურ დროში გაწმენდს თქვენს სისხლძარღვებს, მოამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, გაგიუმჯობესებთ განწყობას და მოგამარაგებთ ენერგიით.
როგორც მოგეხსენებათ, ცხოვრების თანამედროვე სტილის, არასწორი კვებისა და მავნე ჩვევების შედეგად ჩვენი გული და სისხლძარღვები საგრძნობლად ზიანდება. თუ რეგულარულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს გულ-სისხძარღვტა სისტემის გასაძლიერებლად და გასაჯანსაღებლად, თავი შეიძლება იჩინოს არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ.
საშუალება №1: ლიმონისა და ნივრის ნაყენი
აიღეთ 4 თავი ნიორი და 4 ცალი საშუალო ზომის კარგად დამწიფებული ლიმონი. ნიორი გაასუფთავეთ კანისგან, დააცალკევეთ თითოეული კბილი, ხოლო ლიმონი ჯერ კარგად გარეცხეთ და შემდეგ დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად ან თხელ რგოლებად თავის კანთან ერთად.
გასუფთავებული ნიორი და შესაბამისად დაჭრილი ლიმონი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბლენდერის გამოყენების ნაცვლად, შეგიძლიათ ორივე ინგრედიენტის ხორცსაკეპში გატარება. მიღებული ფაფა უნდა მოათავსოთ მინის ქილაში, დააფაროთ თავსახური და დააყოვნოთ ბნელ, გრილ ადგილას 3 დღე-ღამის განმავლობაში. ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ ქილის შიგთავსი. როდესაც ნაყენი გამზადდება, გადაწურეთ ის რამდენიმე ფენად გადაკეცილი სტერილური მარლით ან დოლბანდით, მიღებული სითხე გადაიტანეთ ახალ მინის ქილაში, დახურეთ ჰერმეტულად და შეინახეთ მაცივარში.
თუ თქვენ მძიმე ქრონიკული დაავადებები და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, რეკომენდებულია ამ საშუალების მირთმევა 3 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ კურსის გამეორება 2 კვირიანი შესვენების შემდეგ.
საშუალება №1: თაფლის სიროფი ლიმონთან და ნიორთან ერთად
ქოლესტერინის საცობების მოსაშორებლად და სისხლძარღვების ბოლომდე გასაწმენდად დაგჭირდებათ 6 ცალი ლიმონი, 4 თავი ნიორი და 350 მლ თხევადი თაფლი. ნიორი და ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპში, ან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით. მზა ნარევი გადაიტანეთ შესაბამისი ზომის მინის ქილაში, დაასხით 350 მილილიტრი თაფლი, კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 დღე-ღამის განმავლობაში. მზა სიროფი გადაწურეთ სტერილური მარლით ან დოლბანდით ჭურჭელში, რომელიც ჰერმეტულად იხურება და შეინახეთ მაცივარში.
პირველი საშუალებისგან განსხვავებით, თაფლის სიროფს შედარებით მსუბუქი მოქმედება ახასიათებს და მისი მიღება ნებადართულია იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთაც კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. 1 სუფრის კოვზ სიროფს ხსნიან 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში და სვამენ დილით, უზმოზე. მეორე ჭიქა შეგიძლიათ მიირთვათ დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
რომელი საშუალებაც არ უნდა აირჩიოთ, დაიმახსოვრეთ, სისხძარღვების გაწმენდის პროცესი გაცილებით სწრაფად წარიმართება, თუ ამ საშუალებას დილით, გაღვიძებისთანავე მიირთმევთ.
იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!