ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის განვითარების რისკიც სულ უფრო და უფრო იზრდება ასაკის მატების პარალელურად.
თუ თქვენთვის ეს დაავადება ნაცნობია, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ის. საბედნიეროდ, არსებობს საშინაო, ნატურალური საშუალებები, რომელთა დახმარებით მარტივად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას და დააღწევთ თავს უსიამოვნო შეგრძნებებს.
როგორ ვებრძოლოთ ართრიტს სახლის პირობებში?
საშუალება № 1 – ჯანჯაფილი
ჯანჯაფილის ფესვი, იგივე კოჭა, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ნატურალური პროდუქტია, რომელიც შეგიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს. პრაქტიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გაცილებით უკეთესად მუშაობს, ვიდრე ტკივილგამაყუჩებელი სააფთიაქო პრეპარატები. მიირთვით ჯანაფილის ჩაი დღეში 2-3 ფინჯანის ოდენობით, რათა თავიდან აირიდოთ ართრიტის განვითარება და დააღწიოთ თავი უსიამოვნო შეგრძნებებს, თუ ეს დაავადება უკვე გაწუხებთ.
საშუალება № 2 – თხილეული და ლობიო
მაგნიუმი – უმნიშვნელოვანესი მინერალი, რომელიც მონაწილეობს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე დაახლოებით 300-მდე პროცესში. ეს მინერალი აუცილებელია ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიძლიერისა და ჯანმრთელობისთვის. მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეული, თხილეული და მარცვლეული, რათა თავიდან აირიდოთ ართრიტი და დააღწიოთ თავი სახსრების ტკივილს. გარდა ამისა, რეკომენდებულია ამ მინერალის მიღება დანამატების სახით ან მისი შემცველი ზეთებითა და მალამოებით უშუალოდ მტკივანი სახსრების დამუშავება.
საშუალება № 3 – მიიღეთ ცხელი აბაზანა ყოველ დილას
თუ ართრიტი გაწუხებთ, დაიწყეთ დილა ცხელი აბაზანის მიღებით. ეს საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ უსიამოვნო შეგრძნებების მოსახსნელად.
საშუალება № 4 – კურკუმა
კურკუმინი, ქიმიური შენაერთი, რომელსაც კურკუმა დიდი რაოდენობით შეიცავს, ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით გამოირჩევა და საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას ართრიტის დროს. შეაზავეთ სალათები და კერძები ამ მოყვითალო შეფერილობის სანელებლით ან დაამატეთ ის ჩაის ულუფაში, რათა გაიძლიეროთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და ჩაახშოთ ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები.
საშუალება № 5 – ზეითუნის ზეთი
მოცემული პროდუქტი მდიდარია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ფერმენტებით, რომელთაც ახასიათებთ დაახლოებით იგივე ქმედება, როგორიც იბუპროფენს. გარდა ზეითუნის ზეთის შინაგანად მიღებისა, შეგიძლიათ დაიმასაჟოთ მტკივანი სახსრები მისი გამოყენებით.
საშუალება № 6 – მიირთვით დიდი რაოდენობით თევზი
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია სახსრების სიძლიერისა და ჯანმრთელობისთვის. მიირთვით დიდი რაოდენობით სკუმბრია, ორაგული, თინუსი და თევზის სხვა ცხიმიანი სახეობები, რათა დააღწიოთ თავი უსიამოვნო შეგრძნებებს და გაიძლიეროთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა.
საშუალება № 7 – დაწექით დასაძინებლად რეზინის ხელთათმანებით
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ ხელების შეშუპების თავიდან არიდებაში. დაწექით დასაძინებლად რეზინის ხელთათმანებით, რათა დააღწიოთ თავი უსიამოვნო შეგრძნებებს. პირობას გაძლევთ, ეს მეთოდი აუცილებლად დაგეხმარებათ.
საშუალება № 8 – მიირთვით დიდი რაოდენობით ციტრუსები
C ვიტამინი, რომელთაც ჭარბად შეიცავს ციტრუსები, უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. მიირთვით ლიმონი, ფორთოხალი და მათგან გამოწურული წვენები რეგულარულად, რათა თავიდან აირიდოთ ართრიტი და დააღწიოთ თავი უსიამოვნო შეგრძნებებს.
გახსოვდეთ, ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა გაცილებით მარტივია, ვიდრე მკურნალობა. იხელმძღვანელეთ ამ რჩევებით, რათა შეიმსუბუქოთ მდგომარეობა და უსიამოვნო შეგრძნებები.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტაატია მეგობრებსაც. ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია!