როგორ მოვამზადოთ იდეალური ცომი ,,ლაზანიისათვის”? გთავაზობთ ჩემს საყვარელ რეცეპტს

171

ლაზანია იტალიური სამზარეულოს ტრადიციული კერძია.  გატარებული ხორცით, ბოსტნეულით, ყველითა და არომატული სოუსით მომზადებული უგემრიელესი ლაზანია ძალიან პოპულარულია და ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს გემრიელობა არ უყვარს.

ლაზანიას ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ამზადებდნენ ნეაპოლში. თავდაპირველად ამზადებდნენ რამდენიმე ფენა თხელი ცომით, ბოსტნეულის ჩაშუშულითა და ყველით. შემდეგ თანდათან დაამატეს სოუსი და სხვა ინგრედიენტები.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან მარტივად და სწრაფად მოამზადებთ ლაზანიას ფირფიტებს.

ლაზაინიას ფირფიტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი ან პიცის ფქვილი 120 გრ
  • ,,სემოლინა“(დურუმის ხორბლის ფქვილი) 80 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

1. ორივე სახეობის ფქვილი გაცერით, აურიეთ და დაამატეთ მარილი.

2. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, ზეითუნის ზეთი და მოზილეთ ცომი.

3. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე.  ზელთ 15 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში ამატებთ ფქვილს. ცომი უნდა იყოს საკმაოდ მაგარი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების პაკრი და დაასვენეთ 20 წუთი.

4. ცომი გაყავით 4-6 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთხედ ფენად. მიღებულ ფენებს გვერდები გაუსწორეთ.

5. ქვაბში ჩაასხით 3-4 ლიტრამდე წყალი, ჩააყარეთ სუფრის კოვზამდე მარილი და აადუღეთ. მზა ფენები 1 წუთით ჩადეთ ადუღებულ წყალში და შემდეგ გადაიტანეთ ცივი წყლით სავსე თასში (სასურველია, ჩაყაროთ ყინულის კუბები). გააჩერეთ რამდენიმე წუთი, ამოიღეთ, გადაიტანეთ საწურზე და დაიწყეთ ლაზანიას მომზადება. თუ მომზადებას არ აპირებთ, მოუხარშავი ფენები დადეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, ფენა-ფენა მოაყარეთ ფქვილი, გადააფარეთ საკვების პარკი და გაყინეთ.

თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებითა და თქვენი ხელით მომზადებული ფირფიტებით მოამზადეთ შეუდარებელი ლაზანია და გემრილად მიირთვით!