თუ გიყვართ კომბოსტოს მჟავე, შემოთავაზებული რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ.
კომბოსტოს ხრაშუნა, გემრიელ და საოცრად არომატულ მჟავეს ძალიან სწრაფად და მარტივად მოამზადებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- კომბოსტო 2 კგ
- ჭარხალი 2-3 თავი
- სტაფილო 2 ცალი
- ნიორი 3-4 კბილი
მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ლ
- შაქარი 100 გრ
- ზეთი 100 მლ
- ძმარი 9%-იანი 100-120 მლ
- მარილი 2,5-3 ს. კ.
- შავი პილპილის 4-5 მარცვალი
- სურნელოვანი პილპილის 4-5 მარცვალი
- დაფნის ფოთოლი 3 ცალი
- ლიმონის 2-3 ნაჭერი
მომზადების წესი:
- კომბოსტო დაჭერით წვრილად.
- სტაფილო და ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- ნიორი დაჭყლიტეთ.
- მზა ინგრედიენტები აურიეთ და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.
- ამზადებთ მარინადს:
- წყალი ჩაასხით ქვაბში, შეურიეთ შაქარი, მარილი, დაფნის ფოთლები, შავი და სურნელოვანი პილპილის მარცვლები და აადუღეთ.
- ადუღების შემდეგ შეურიეთ ზეთი, ძმარი და გადმოდგით ცეცხლიდან.
- ცხელი მარინადით გაავსეთ ქილა, დაადეთ ლიმონის ნაჭრები და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ქილა დადეთ სიგრილეში.
- გააჩერეთ 2-3 დღე და შემდეგ გემრიელად მიირთვით!
შეგიძლიათ მოამზადოთ ცივი წყლით, მაგრამ დასამჟავებლად მეტი დრო დასჭირდება.