თუ თმის ხშირი ცვენა გაწუხებთ, მდოგვისა და შაქრის ნიღაბი დაგეხმარებათ. თმის საფარი საგრძნობლად გასქელდება

3254

გსურთ, თქვენი თმა სქელი და ძლიერი იყოს? მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ მდგოვისა და შაქრის ნიღაბი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ მდოგვი სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რის ხარჯზეც ჩვენი თავის კანი და თმის ძირები იღებს ყველა საჭირო მკვებავ ნივთიერებას. გამომდინარე იქიდან, რომ მდოგვისთვის გამახურებელი ძლიერი ეფექტია დამახასიათებელი, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე. თავის კანის გამოშრობა თავიდან რომ ავირიდოთ, მდგოვთან ერთად ყოველთვის ვიყენებთ ცხიმებს: კეფრს, კვერცხს, ზეითუნის, ნუშის ან თალგამის ზეთს.

თმის ეს ნიღაბი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, მზადდება საკმაოდ მარტივად და იძლევა საოცარ ეფექტს მართლაც რომ მინიმალურ დროში. მდოგვის ნიღბის პირველივე გამოყენების შემდეგ თმის ცვენა საგრძნობლად შემცირდება, ქერტლი გაქრება, თმა შეიძენს დამატებით ბზინვარებასა და გაცილებით ჯანსაღ იერსახეს, საგრძნობლად დაჩქარდება მისი ზრდის პროცესი, გასქელდება საფარი და ა.შ.

მოდგვის ნიღაბი თმისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს.კ. ცხელი წყალი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი

ინსტრუქცია: 

  1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მიღებული საშუალება გაინაწილეთ თავის კანზე და იკეთეთ თმის ძირების მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშების გამოყენებით. მაქსიმალურად მოერიდეთ თმის დაბოლოებებს, დაიმუშავეთ მხოლოდ კანი და თმის ძირები.
  3. დაიტოვეთ ეს მასა სამოქმედოდ მინიმუმ 15 წუთით და მაქსიმუმ 1 საათით. როგორც უკვე ვახსენეთ, მდოგვსთვის გამახურებელი ეფექტია დამახასიათებელი. თუ წვის შეგრძნება ძლიერი არ არის და მისი ატანა შეგიძლიათ, გაიჩერეთ ნიღაბი 1 საათით. თუ წვა ნელ-ნელა იმატებს და მას ვეღარ უძლებთ, მოიშორეთ ნიღაბი.
  4. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით.

1 თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ეს ნიღაბი, რათა თმის ცვენის პრობლემა წარსულში დარჩეს, საფარი გასქელდეს, თმის ძირები გაძლიერდეს და გაჯანსაღდეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!