უკვე მათე წელია ყოველ ახალ წელს სადღესასწაულო შტოლენს ვამზადებ. ამჯერად გთავაზობთ 1894 წლის რეცეპტს

6110

,,შტოლენი“ გერმანული ტრადიციული საშობაო ნამცხვარია. ძალიან გემრიელი, სანელებლების თავბრუდამხვევი არომატით გაჯერებული მძიმე ცომით, გამომშრალი ხილითა და ნუშით მომზადებული დესერტი საოცრებაა. ნამცხვარს კიდევ უფრო აგემრიელებს ბრენდის (ალკოჰოლური სასმელი) არომატი. ბრენდი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კონიაკით.

,,შტოლენს“ ჩვეულებრივი კექსებისგან განასხვავებს კარაქიანი და საფუვრიანი მძიმე ცომი. არ არის რეკომენდებული მშრალი საფუვრის გამოყენება, რადგან შეიძლება დაარღვიოთ პროპორციები და მიიღოთ მოსალოდნელისგან განსხვავებული შედეგი.

გერმანული ნამცხვარი ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან პოპულარული გახდა. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მარტივად მოამზადებთ ამ გემრიელობას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1, 250 კგ
  • კარაქი ცომისთვის 450 გრ
  • ბრენდი (ალკოჰოლური სასმელი) 50 მლ
  • ნედლი საფუარი 40 გრ
  • თბილი რძე 600 მლ
  • შაქრის ფხვნილი 150 გრ
  • ქიშმიში 250 გრ
  • გამომშრალი ჟოლო ან ალუბალი 250 გრ
  • ნუში 125 გრ
  • მუსკატის კაკალი მეოთხედი ჩ. კ.
  • ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ
  • კარაქი150 გრ
  • შაქრის ფხვნილი 100 გრ
  • დარიჩინი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი:

1. საფუარს დაასხით ბრენდი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. დიდ თასში ჩაყარეთ 1 კგ გაცრილი ფქვილი და შაქრის ფხვნილი, დაამატეთ დარბილებული კარაქი, საფუარი, თბილი რძე და მუსკატის კაკალი.

3. ცომს ზელის პროცესში ამატებთ 250 გრ ფქვილს.

4. რიგრიგობით ამატებთ ქიშმიშს, გამომშრალ ჟოლოს ან ალუბალს. მზა ცომს გადააფარეთ ტილო და სითბოში გააჩერეთ 40-60 წუთი. ცომი ფუვდება და მოცულობაში საკმაოდ იმატებს.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ მზა ცომი. ცომს მიეცით მოგრძო ფორმა და გააკეთეთ ორი გრძივი ჭრილი.

6. 150 გრ კარაქი გაადნეთ. გამდნარი კარაქის ნახევარი წაუსვით ცომს და მოაყარეთ დაფქული ნუში.

7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-50 წუთი.

8. ცხელ ნამცხვარს გადაუსვით დარჩენილი კარაქი და გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილისა და დარიჩინის კომბინაცია.

9. ბრენდისა და სანელებლების წყალობით საშობაო ნამცხვარი გამოდის ძალიან არომატული და გემრიელი.

შეგიძლიათ გამოაცხოთ რამდენიმე პატარა და უწილადოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. გემრიელად მიირთვით!