
ჰიპერტონია – პრობლემა, რომელიც წლები მტანჯავდა და ამ პერიოდის განმავლობაში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით აბებს ვიღებდი. ბევრი იმედგაცრუების შემდეგ მივაგენი საშუალებას, რომელიც ძალიან დამეხმარა. ამ ხალხური რეცეპტით იმდენად კმაყოფილი ვარ, მსურს, მის შესახებ თქვენც გიამბობთ.
გთავაზობთ ძალიან მარტივ ინსტრუქციას:
- დაგჭირდებთ ორი დიდი ზომის თავი ნიორი.
- გაასუფთავეთ კანისგან, კარგად გარეცხეთ და დანაყეთ ან მოამზადეთ ფაფა ბლენდერის გამოყენებით.
- ნივრის ფაფას დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა ოჯახის არაყი და დააყოვნეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას.
- მიიღეთ მზა ნაყენი 20 წვეთის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე. ამ დროში თქვენ აუცილებლად იგრძნობთ საოცარ ცვლილებებს!
წნევის მკვეთრი ცვლილებების პროფილაქტიკისთვის, შეგიძლიათ ამ საშუალების გამოყენება ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ.
გარდა ამ ხალხური საშუალების მიღებისა, წნევის შემცირებაში ძალიან შეგიწყობთ ხელს ზოგიერთი ნატურალური წვენი, რომელთა შესახებ ახლა გიამბობთ.
ნანტურალური წვენები, რომლებიც ამცირებს წნევას
1. გარგარის წვენი
გარგარი მდიდარია კალიუმით – ელემენტი, რომელიც აუცილებელია ჩვენი გულ-სიხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის. საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ის კაცლიუმსაც, ელემენტს, რომელიც იღებს აქტიურ მონაწილეობას ქსოვილების ფორმირებაში. რკინა – კიდევ ერთი უმნიშველოვანესი ელემენტი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავ ეს პროდუქტი.
მიირთვით გარგარის ახლადმომზადებული წვენი რეგულარულად, რათა არა მხოლოდ შეიმციროთ წნევა, არამედ გაამდიდროთ ორგანიზმი ბეტა-კაროტინით – ნივთიერება, რომელიც აუცილებელია კარგი მხედველობისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
2. ფორთოხლის წვენი
C ვიტამინის ძალიან მაღალი შემცველობის ხარჯზე, ფორთოხლის წვენი თავიდან გვარიდებს გაციებას, ზრდის სხეულის ტონუსს, ამარცხებს დაღლილობას და აძლიერებს ჩვენს სისხლძარღვებს. ძალიან სასარგებლოა ეს წვენი ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.
ერთი ჩაის ჭიქა ფორთოხლის ნატურალური წვენი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას ზრდასრული ადამიანისთვის. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ციტრუსების წვენი ზრდის მჟავიანობას და განაპირობებს სხეულიდან კაცლიუმის გამოდევნას. სწორედ ამ მიზეზის გამო, ფორთოხლის წვენი დღეში მაქსიმუმ ნახევარი ან ერთი ჭიქის ოდენობით მიღებაა რეკომენდებული.
კუჭის ან ნალავების წყლულოვანი დაავადებების დროს საერთოდ თავი შეიკავეთ მისი მიღებისაგან.
3. საზამთროს წვენი
საზამთროს წვენის რეგულარულად მირთმევა რეკომენდებულია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც თირკმელების, ნაღვლგამომყოფი და საშარდე გზების დაავადებები აწუხებთ. ის მოქმედებს ძლიერი შარდმდენი საშუალების მსგავსად, რომელიც წმენდს ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან.
უჯრედისით მდიდარი საზმათროს წვენი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
4. გრეიფრუტის წვენი
C ვიტამინით ძალიან მდიდარი კიდევ ერთი სასმელი, რომელიც აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას. PP ვიტამინი, რომელიც ჭარბადაა გრეიფრუტის წვენში, გვეხმარება ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დამარცხებაში. პექტინი – ამ წვენში შემავალი კიევ ერთი, მაგრამ არა უკანასკნელი სასარგებლო ნივთიერება, რომელიც დაგირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შეგიმცირებთ სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.
გრეიფრუტი მდიდარია ისეთი შენაერთებითაც, რომლებიც ზრდის სისხლძრღვების მოქნილობას და აძლიერებს ჩვენს კაპილარებს.
განსაკუთრებით სასარგებლოა ის ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობისას, რადგან გრეიფრუტის წვენს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ნერვულ სისტემაზე. მოცემული პროდუქტი არაჩვეულებრივად გამოდევნის სხეულიდან ზედმეტ სითხესაც და საგრძნობლად აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს.
5. ყურძნის წვენი
ყურძნის ახლადგამოწურული წვენი მდიდარია B2, B1, A და C ვიტამინებით, ისეთი მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორიცაა: კალციუმი, ქლორი, ფოსფორი, კალიუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი და გოგირდი. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსს, ბუნებრივ შაქრებსა და ორგანულ მჟავებს, რომლებიც აუცილებელია მთელი ჩვენი სხეულის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი მუშაობისთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობსას და ბედნიერებას!