უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული გამომშრალი შავი ქლიავი ბევრად უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ახალი ნაყოფი.
- შავი ქლიავის ჩირი აფერხებს პირის ღრუს დაავადებების გამომწვევი მავნე ბაქტერიების განვითარებას, აგარიდებთ კარიესსა და ღრძილების ანთებას.
- უჯრედისით მდიდარი შავი ქლიავი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.
- შავი ქლიავი ბანანზე უფრო მეტ კალიუმს შეიცავს. კალიუმი აუმჯობესებს წყალ-მარილოვან ბალანსს, რომელზედაც დიდწილად დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციონირება.
- გამომშრალი შავი ქლიავი მდიდარია რკინით, A, PP, C, E_ ვიტამინებით, B ჯგუფის ვიტამინებით, მიკროელემენტებით. სწორედ ამიტომ, ძალიან სასარგებლოა ავიტამინოზისა და ანემიის დროს.
- A ვიტამინით მდიდარი შავი ქლიავი აუმჯობესებს მხედველობას.
- ითვლება, რომ ეს პროდუქტი სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
- გამომშრალი შავი ქლიავი ამაგრებს გულის კუნთსა და სისხლძარღვებს. მიირთვით შავი ქლიავის ჩირი რეგულარულად და აირიდეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
- B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი შავი ქლიავი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს სტრესებს, შფოთვას, გაღიზიანებას.
მიირთვით შავი ქლიავის ჩირი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასარგებლო ხილია, აქვს უკუჩვენებებიც:
- თუ თქვენ ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ, მოერიდეთ შავი ქლიავის ჩირის ჭარბი რაოდენობით მირთმევას, რადგან ის ამძაფრებს შიმშილის შეგრძნებას.
- შავი ქლიავის ჩირის მიღება არ არის სასურველი ლაქტაციის პერიოდში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!