ხაჭოს ნამცხვარი ფქვილის გარეშე გამოდის ძალიან ნაზი და ფაფუკი. ეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გემრიელი სასარგებლოცაა.
არაფერი ახალისებს დილას ისე, როგორც ხაჭოს ეს ნამცხვარი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება.
როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ნამცხვარი ფხვილია და მანის გარეშე
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ხაჭო
- 30 გრამი კარაქი
- 4 ან 5 ცალი კვერცხი
- 2/3 ჩაის ჭიქა შაქარი
- ქიშმიში
- კურაგა
- ვანილი
მომზადების წესი:
- პრველ რიგში კარგად ათქვიფეთ ხაჭო.
- დაუმატეთ მას შაქარი, კარაქი და ვანილი. კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.
- დაუმატეთ ქიშმიში, პატარა კუბიკებად დაჭრილი კურაგა და მოურიეთ.
- საცხობ ფორმას შეაზილეთ კარაქი და მოაყარეთ ზემოდან დაფქული ორცხობილა.
- ხაჭოს მომზადებული მასა ჩაასხით გამზადებულ ფორმაში და შედგით 150-160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.
ხაჭოს უგემრიელესი, ძალიან ნაზი და ფაფუკი დესერტი მზად არის. ის გასინჯვისთანავე შეგიყვარდებათ!