ისეთი ნაზი და ჰაეროვანია, როგორც ღრუბელი. გემო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება

1922

მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ბისკვიტი გამოდის ნაზი, ფაფუკი, ჰაეროვანი და მაღალი. მისი  მომზადება სულაც არ არის რთული, მაგრამ აუცილებელია გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 8 ცალი
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ვანილი
  • რძე 120 მლ+ 2 ს. კ.
  • ზეთი 100 მლ
  • ფქვილი 120 გრ
  • კაკაო 25 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.

2. გულებს დაამატეთ მარილი, ვანილი, 120 მლ რძე, ზეთი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეურიეთ გაცრილი ფქვილი. მოსარევად იყენებთ ნიჩაბს და ურევთ ნაზად.

3. მომზადებული ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.

4. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო და 2 ს. კ. რძე.

5. მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შაქარი. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და თქვეფთ კიდევ 1 წუთი.

6. მზა ბეზეც ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი ნაზად შეურიეთ თეთრ ცომს, ხოლო მეორე_კაკაოს ცომს.

7. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. შუაში ჩადეთ გამყოფი ფირფიტა. ერთ ნაწილში განათავსეთ თეთრი ცომი, მეორეში_შავი. შემდეგ ფირფიტა ამოიღეთ. ან მომზადებული ცომები გადაიტანეთ საკონდიტრო ტომრებში და შავ-თეთრი ცომები თქვენი ფანტაზიის მიხედვით გაანაწილეთ. თუ გსურთ, ცომში ჩადეთ შოკოლადის ღილები.

8. ღრმა ფორმაში, დაახლოებით 5 სმ-ის სიმაღლეზე, ჩაასხით ადუღებული წყალი. წყალში ჩადეთ ბისკვიტიანი ფორმა და ამ სახით შედეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი. 30 წუთის შემდეგ ბისკვიტიან ფორმას გადააფარეთ ფოლგა და კვლავ გააგრძელეთ ცხობა.

ბისკვიტი გამოდის ძალიან მსუბუქი, მაღალი, ნაზი და ღრუბელივით ფუმფულა. გემრიელად მიირთვით! არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვისაც, ისინი მადლიერები დარჩებიან.