როგორ შევიმციროთ ცუდი ქოლესტერინის დონე და წნევა? 8 მეთოდი პრობლემის წარსულში მოსატოვებლად

1775

არსებობს ორი ტიპის ქოლესტერინი: “ცუდი” (დაბალი სიმკვრივის) და “კარგი” (მაღალი სიმკვრივის) ლიპოპროტეინები. რაც უფრო მაღალია ცუდი ქოლესტერინის დონე სისხლში, მით უფრო დიდია გულის დაავადებების განვითარების რისკი.

აუცილებლად იზრუნეთ ქოლესტერინის დონის მოწესრიგებაზე, რათა შეძლოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის თავიდან არიდება.

როგორ შევიმციროთ ცუდი ქოლესტერინის დონე სისხლში და მოვიწესრიგოთ წნევა?

1. იკვებეთ ხშირად, თუმცა პატარა ულუფებით

იკვებეთ დღის განმავლობაში საშუალოდ 5-ჯერ, თუმცა აუცილებლად პატარა ულუფებით. არაერთი კვლევით დამკტიცებულია, რომ ერთ ჯერზე საკვების დიდი ულუფის მიღების შედეგად ზიანდება არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, არამედ იზრდება ცუდი ქოლესტერინის დონე სისხლში და გულის დაავადებების განვითარების რისკი.

2. მთელი მარცვლებისაგან მომზადებული პური თეთრი ფქვილის ნაცვლად

შემდეგში, როდესაც მაღაზიისკენ გაეშურებით, აუცილებლად გაიხსენეთ, რომ თეთრი ფქვილი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მიირთვით თეთრი პურის ნაცვლად მთელი, გადაუმუშავებელი მარცვლეულისაგან მომზადებული პროდუქტი, რათა თავიდან აირიდოთ ცუდი ქოლესტერინის დონის მატება.

3. ომეგა 3 

პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. მიირთვით დიდი რაოდენობით ორაგული, თინუსი, ნიგოზი, ნუში, სელის თესლი და ა.შ.

4. დარიჩინი

ამ სანელებელს აქვს დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. შეაზავეთ საყვარელი კერძები და სალათები დარიჩინით, რათა შეძლოთ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება. კარგი იქნება, თუ მწიკვ დარიჩინს ყავის ან ჩაის დილის ულუფაშიც დაამატებთ.

5. კალიუმი

კალიუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც უნდა მიიღოთ დანამატების სახით, თუ ქოლესტერინის დონის მოჭარბების პროფილაქტიკა გსურთ.

6. გადამუშავებული საკვები პროდუქტები

მოერიდეთ ძეხვეულს, სწრაფი კვების ობიქეტებს, კარტოფილის ჩიფსებსა და გაზირებულ უალკოჰოლო სასმელებს, რათა თავიდან აირიდოთ ცუდი ქოლესტერინის დონის მატება.

7. საზამთროს თესლი

გამოაშრეთ საზამთროს თესლი, დაფქვით ის და მიიღეთ ყოველ დილას 1 ჩაის კოვზის ოდენობით. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების, მინერალებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, აფართოვებს სისხლძარღვებს და ამარცხებს ჰიპერტონიას.

8. ლიმონი

მიირთვით ყოველ დილას ოთახის ტემპერატურის წყალში დამატებული მცირეოდენი ლიმონის წვენი, რათა მოიწესრიგოთ წნევა და შეიმციროთ ცუდი ქოლესტერინის დონე სისხლში. ის გაამდიდრებს სხეულს C ვიტამინით და გაანადგურებს თავისუფალ რადიკალებს.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა შეძლოთ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან არიდება. გახსოვდეთ, რომ ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!