ამ ნატურალური სამკურნალო წვეთების მომზადებას მარტივად შეძლებთ დამოუკიდიებლად. საკმარისია, მიიღოთ ეს საშუალება დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით, რათა დაივიწყოთ ჰიპერტონიის, მკერდის არეში განცდილი ტკივილის, თავისა და სახსრების ტკივილის შესახებ.
ვალერიანი – ის აფართოვებს კორონალურ სისხლძარღვებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, თავიდან გვარიდებს უძილობას, გვეხმარება ნერვოზისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დამარცხებაში. ვალერიანი არაჩვეულებრივია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის სამკურნალოდაც.
ცხენის წაბლი – ვალერიანის მსგავსად, ცხენის წაბლის ნაყენი აფართოვებს ჩვენს სისხლძარღვებს, თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას და თრომბების ფორმირებას, გვიცავს ინფარქტისა და ინსულტისგან, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, აქვს დადებითი გავლენა თრომბოფლებიტის, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ათეროსკლეროზის დროს. ცხენის წაბლს საკმაოდ ხშირად იყენებენ შარდის ბუშტის დაავადებების, ნაწლავებში მიმდინარე ანთებითი პროცესებისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ.
შავბალახა – მისი ნაყენი აქტიურად გამოიყენება მშფოთვარების, ისტერიის, გულის სისუსტის, ნერვოზის, სტენოკარდიის, კარდიოსკლეროზის, ჰიპერტონიისა და იმპტოენციის სამკურნალოდ.
კუნელი – პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, ამარცხებს ტაქიკარდიას, არითმიას, ამცირებს სისხლის წნევას და ძალიან გვეხმარება უძილობის დროს.
პიონი (იორდასალამი) – აწესრიგებს ძილის რეჟიმსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აქტიურად გამოიყენება ნაწლავური კოლიკის, წყლულოვანი გასტრიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ჰემორეის, თავის ტკივილის, პარალიჩისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნაყენი
ვალერიანის, ცხენის წაბლის, შავბალახას, კუნელისა და პიონის მზა ნაყენების შეძენას შეძლებთ აფთიაქებში, ხელმისაწვდომ ფასად. ყველა ნაყენი უნდა შეურიოთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და შეინახოთ მინის ბოთლში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.
მიირთვით ეს საშუალება 50 წვეთის ოდენობით ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 1-ხელ. დაამატეთ ის ოთახის ტემპერატრის წყალში ან რძეში. ყოველდღიური პროცედურებიდან უკვე დაახლოებით მე-3 დღეს იგრძნობთ წნევის დარეგულირებას, შემცირდება თავისა და სახსრების ტკივილი, დაივიწყებთ მკერდის არეში დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნებას და ა.შ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!