სანამ საზამთროს შეიძენთ, კარგად დააკვირდით. ნუ მოწამლავთ საკუთარ თავს და შვილებს ნიტრატებით

42227

აგვისტო – წელიწადის შესანიშნავი დრო, როდესაც ახალ ხილსა და ბოსტნეულს ყოველ ორი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. სამწუხაროდ, დღესდღეობით სასარგებლო და მავნე პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია, რადგან მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, საკმაოდ ხშირად და დიდი რაოდენობით გამოიყენება ნიტრატები და პესტიციდები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საზამთროზე, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს. ისეთი სასარგებლო პროდუქტიც კი, როგორიც საზამთროა, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რაც ჭარბი რაოდენობით ნიტრატების გამოყენების შედეგია.

ძლიერი ალერგია, ღებინების შეგრძნება და შინაგანი ორგანოების დაზიანება – მცირე ჩამონათვალი იმ უსიამოვნო მოვლენებისა, რომელთაც ნიტრატებით გაჯერებული სხვადასხვა პროდუქტების რეგულარულად მირთმევის შედეგად ვიღებთ.

ჯანმრთელობა რომ არ დავიზიანოთ, აუცილებლად უნდა შეგვეძლოს ნატურალური პროდუქტების გარჩევა სასუქებითა და მავნე ნივთიერებით გაჯერებული პროდუქტებისგან.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ რამდენიმე ხრიკის შესახებ, თუ როგორ შევამოწმოთ საზამთრო მასში ნიტრატების არსებობაზე. თუ თქვენ ოჯახში პატარა ბავშვები გყავთ, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან მათი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნიტრატების მიმართ. ეს ეხებათ ორსულ ქალბატონებსაც.

როგორ შევარჩიოთ საზამთრო სწორად

1. რბილობის შეფერილობა და ჭრილები

კარგად დააკვირდით საზამთროს რბილობის ფერსა და მასზე არსებულ ჭრილებს. თუ რბილობი არაბუნებრივი, ზედმეტად მკვეთრი წითელი ფერისაა, ეს დიდი რაოდენობით ნიტრატების გამოყენებაზე მეტყველებს. რაც შეეხება ჭრილებს, ზოლებს, რომლებიც საზამთროს რბილობისთვისაა დამახასიათებელი, ისინი არ უნდა იყოს დიდი ზომისა და ღია შეფერილობის (მეტი თვალსაჩინოებისთვის კარგად დააკვირდით ფოტოს). სანამ საზამთროს შეიძენთ, აუცილებლად გააჭრევინეთ ის გამყიდველს და კარგად დააკვირდით: ნატურალური, ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საზამთროსთვის ერთგვაროვანი ფერის რბილობი და თხელი კანია დამახასიათებელი.

2. კარგად დააკვირდით ქერქს

თუ თქვენს წინაშე იდეალური ფორმის საზამთროა, რომლის ქერქსაც იდეალურად სწორი და თანაბარი ხაზები დასდევს, მისი ზედაპირი კი თავიდან ბოლომდე ერთგვაროვანი ფერისაა, მასში ქიმიური ნივთიერებების შემცველობა მაქსიმალურს უტოლდება. ნატურალური საზამთროს ქერქის ქვედა მხრისთვის, რომლითაც ის მიწაში იდო, მოყვითალო შეფერილობაა დამახასიათებელი.

3. წიპწები

ნიტრატების გამოყენების კიდევ ერთი ნიშანი ერთდროულად შავი და თეთრი წიპწების არსებობაა. თუ რბილობში დიდი ზომის ბზარსაც შენიშნავთ, თავი შეიკავეთ მისი მირთმევისგან, რადგან ეს პროდუქტის ნიტრატებით და მისი არაბუნებრივი გზით გაზრდაზე მეტყველებს.

4. ტესტი ნიტრატების არსებობაზე

თუ საზამთრო შეიძინეთ, მის მირთმევამდე ჩაატარეთ მარტივი ტესტი: აიღეთ რბილობის პატარა ნაჭერი და ჩააგდეთ ის ერთ ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში. საზამთროს რბილობი, რომელიც ნიტრატებითაა დამუშავებული, წყალს წითლად შეფერავს, ხოლო ნატურალური პროდუქტი – ღია ვარდისფრად.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ განასხვავოთ ნატურალური საზამთრო იმ პროდუქტისგან, რომელიც დიდი რაოდენობით ნიტრატებით მუშავდებოდა. ყოველთვის, როდესაც საზამთროს შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის დაზიანება.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!