ძველი, მრავალჯერ ნაცადი ხალხური რეცეპტები კიდურების დაბუჟების წინააღმდეგ. საშუალებები, რომელთაც პირადად ძალიან ვემადლიერები

872

კიდურების დაბუჟება შეიძლება სიმპტომი იყოს ისეთი დაავადებების, როგორიცაა ართრიტი, ოსტეოქონდროზი,  ართროზი და ა. შ. როდესაც ადამიანები მოცემული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, ექიმთან მისვლას ყოყმანობენ და ფიქრობენ, რომ დაბუჟების სიმპტომები თავისთავად გაქრება. გაითვალისწინეთ, ამ სიმპტომის  უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, განსაკუთრებით თუ დიდხანს გაგიგრძელდათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

რა შემთხვევაში მოითხოვს დაბუჟება ნევროლოგის სავალდებულო კონსულტაციას?

  • როდესაც კიდურების დაბუჟება მეორდება ხშირ-ხშირად
  • დაბუჟება იწვევს კორდინაციის დარღვევას
  • მცირდება მგრძნობელობა სხვადასხვა ტემპერატურის მიმართ, ადამიანი ვერ განასხვავებს თბილ და ცივ წყალს
  • როდესაც დაბუჯებას ახლავს სისუსტე, ტკივილი ან მობილობის დაკარგვა
  • დაბუჯების პარელლურად ხდება მხედველობის დაქვეითება და ფსიქიკური დარღვევები

ხალხურ მედიცინაში კიდურების დაბუჟების საწინააღმდეგო უამრავი სამკურნალო საშუალების მოძიება შეგიძლიათ. შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტსა და მეთოდს, რომელთა დახმარებით შეგიმცირდებათ ტკივილი, მოგეხსნებათ კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და დაბუჟება.

როგორ ვუმკურნალოთ დაბუჟებას:

  1. ყვითელი ძიძო

ბევრი ფიტოთერაპევტი მიიჩნევს, რომ კიდურების დაბუჟების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა ყვითელი ძიძო. ჩაის კოვზ გამომშრალ ბალახს დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. დღის განმავლობაში დალიეთ 2 ჭიქა ნაყენი. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 დღე.

  1. კონტრასტული აბაზანები

ჩაყავით ფეხები ან ხელები ცივ წყალში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ_ცხელ წყალში. კონტრასტული აბაზანები გაიკეთეთ 15 წუთის განმავლობაში. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე.

  1. ქაფურის მალამო

ქაფურის მალამოს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი. ძილის წინ მალამო შეიზილეთ კიდურებზე. ჩაიტარეთ სამდღიანი მკურნალობა.

  1. ვარჯიში

დაბუჟებული თითებისა და ხელებისთვის ჩაიტარეთ შემდეგი ვარჯიშები:

  • ასწიეთ ხელები მაღლა და დაიწყეთ თითების მოხრა და გაშლა. გაიმეორეთ 80-ჯერ.
  • ჩამოწიეთ ხელები და შეასრულეთ იგივე ვარჯიში. ამრიგად, გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას ხელებში და მოგეხსნებათ ტკივილი.
  1. ტიბეტელი ბერების მეთოდი

აიღეთ პატარა თასი, ჩაასხით ცოტა ცხელი წყალი. ხელები   მონაცვლეობით, ჩაყავით ცხელ წყალში, ნელა დააჭირეთ თითები თასის ძირში, ზეწოლას არ გადააჭარბოთ და გააჩერეთ 1-2 წუთი. პორიცედურა ხსნის ტკივილსა და დაბუჟებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!