როგორ მოვამზადოთ გამათეთრებელი საშუალება საკუთარი ხელით, რომელიც საყოფაცხოვრებო ქიმიაზე ეფექტურია

985

თეთრი ფერის სამოსი პოპულარობასა და აქტუალურობას არასდროს კარგავს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული მოსავლელი შეიძლება იყოს ამ ფერის ქსოვილი.

ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, რომ თეთრი ნივთებისათვის პირვანდელი ბზინვარებისა და სიქათქათის შენარჩუნება არც ისე მარტივია.

მართალია, დღესდღეობით მაღაზიების დახლები სავსეა სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიით, თუმცა მათ ხშირ გამოყენებას მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ თავი. გარდა იმისა, რომ ასეთი პროდუქცია ნაკლებად ბიუჯეტურია, ისინი ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე და ძალიან სახიფათო ქიმიური ნივთიერებებითაა გაჯერებული.

სწორედ ამ მიზეზის გამო, დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ ერთი საკმაოდ მარტივი და იაფი საშინაო საშუალების შესახებ, რომელიც სწრაფად მოაშორებს ნებისმიერი სირთულის ლაქას თეთრი ტანსაცმლიდან და დაუბრუნებს თეთრ ქსოვილს პირვანდელ ბზინვარებას. მოცემული საშუალება თავისი ეფექტურობით დარეკლამებულ საყოფაცხოვრებო ქიმიას ნამდვილად არ ჩამოუვარდება!

როგორ დავუბრუნოთ იდეალური სისუფთავე და პირვანდელი ბზინვარება თეთრ ნივთებს

  1. 2 ჩაის ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა სუფრის ძმარი და კარგად მოურიეთ. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ თეთრი ქსოვილი 20 წუთით.
  2. პარალელურად, ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში შემდეგი ინგრედიენტები: 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი, 1 სუფრის კოვზი მარილი და იმ რაოდენობით საჭმელი სოდა, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის ფაფისებრი მასა (დაახ. 3-4 სუფრის კოვზი).
  3. ამოიღეთ თქვენი თეთრი ტანსაცმელი ხსნარიდან, რომელშიც ის 20 წუთით გქონდათ ჩალბობილი და დალაქავებულ ზედაპირზე წაუსვით მომზადებული ფაფისებრი მასა სქელ ფენად (კარგად შეაზილეთ ის).
  4. დატოვეთ მასა საქმომედოდ 15-20 წუთით – ეს დრო სავსებით საკმარისი იქნება, რათა ყველაზე რთული ლაქაც კი უკვალოდ გაქრეს.
  5. ამ პროცედურის შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებისამებრ.

როგორც უკვე გითხარით, ეს მარტივი საშინაო საშუალება ეფექტურობით ძვირადღირებულ ქიმიას ნამდვილად არ ჩამოუვარდება, რაშიც მოვიანებით თავად დარწმუნდებით.

იხილეთ კიდევ ერთი საკმაოდ იოლი ტექნიკა ტანსაცმლიდან ნებისმიერი ლაქის მოსაშორებლად:

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!