კეტჩუპს აღარასდროს შევიძენ. გარდა იმისა, რომ ჩემთვის გაცილებით გემრიელია, არ შეიცავს მავნე დანამატებს

23979

კეტჩუპის შინ მომზადება შესანიშნავი იდეაა. გამოდის ბევრად უფრო გემრიელი, ვიდრე მაღიზიაში ნაყიდი და არ შეიცავს მავნე დანამატებს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული უგემრიელესი და არომატული კეტჩუპის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

  • წითელი ხახვი 4 თავი
  • ნიორი 4 კბილი
  • პამიდორი 4 კგ
  • ზეთი 200 მლ
  • წითელი ბულგარული წიწაკა 4 ცალი
  • წითელი ვაშლი 2 ცალი
  • მიხაკი 5 ბუტონი
  • დაფნის 2 ფოთოლი
  • შავი პილპილის მარცვლები 1 ჩ. კ.
  • სურნელოვანი პილპილის მარცვლები ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი 1,5 ჩ. კ.
  • ყავისფერი შაქარი 4 ს. კ.
  • ღვინის ძმარი 150 მლ

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, პამიდორს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 5 წუთი, გაფცქვენით და დაჭერით.

2. მსხვილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოთუშეთ ზეთში.

3. ოქრსოფრად დაბრაწულ ხახვს დაამატეთ დაჭრილი პამიდორი. ქვაბს დაახურეთ ხუფი და თუშეთ 7-10 წუთი.

4. დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ვაშლი, დაფქული  მიხაკის ბუტონები, შავი და სურნელოვანი პილპილის მარცვლები. თუშეთ 5 წუთი და შემდეგ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შიგადაშიგ აუცილებლად მოურიეთ ხოლმე.

5. დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთლები, ყავისფერი შაქარი და თუშეთ დაბალ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ შეურიეთ ძმარი. ქვაბს დაახურეთ ხუფი და თუშეთ 40 წუთი.

6. ამოიღეთ დაფნის ფოთლები და მზა მასა გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში. დაახურეთ გასტერილებული ხუფები. ქილები გაგრილებამდე დააწყვეთ თავდაყირა.

გემრიელად მიირთვით!