ასაკის მატების პარალელურად წელის, კიდურების, სახსრებისა და კუნთების ტკივილი სულ უფრო და უფრო გვაწუხებს. საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები დღესდღეობით საკმაოდ ხშირია ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.
როგორ მოვიქცეთ, თუ ტკივილისა და დისკომფორტის საშინელი შეგრძნება მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს? პაციენტების უმრავლესობა ასეთ დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებელ სააფთიაქო აბებს იღებს, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. გარდა იმისა, რომ ამ და მსგავსი საშუალებებისთვის მხოლოდ დროებითი ეფექტია დამახასიათებელი, მათ დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა ტკივილგამატუჩებელი ქიმიური პრეპარატებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.
სწორედ ამ მიზეზის გამო, გირჩევთ, პრობლემის გადასაჭრელი გზა მხოლოდ ნატურალურ საშუალებებში ეძიოთ. ხალხური მედიცინა გვთავაზობს არაერთ ნატურალურ საშუალებას სახსრებისა და ძვლების გასაძლიერებლად, მათი ეფექტურობა კი დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.
დღევანდელ სტატიაში გიამბობთ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ძალიან ეფექტური და აბსოლუტურად ნატურალური საშუალების შესახებ, რომელსაც პირადად ვიყენებ, შედეგით კი ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება.
როგორ დავამარცხოთ დისკომფორტი და საშინელი ტკივილები სულ რაღაც 1 კვირაში
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის ჭიქა წყალი
- ½ ჩაის ჭიქა შაქრის შემცვლელი (რაფინირებული შაქარი პროვოცირებს ტკივილსა და ანთებას)
- ჟელატინი
მომზადება:
- გაფილტრულ წყალს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის შემცვლელი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ მუდმივად ერთგვაროვანი ხსნარის მიღებამდე.
- მიღებული ხსნარი ჩაასხით სუფთა ჭიქაში და სწრაფადვე (სანამ სითხე ჯერ კიდევ ცხელია) დაუმატეთ ჟელატინის მთლიანი შეფუთვის ნახევარი.
- გააგრილეთ ნარევი ოთახის ტემპერატურაზე.
მიღებული ბლანტი მასა უნდა მიირთვათ ყოველდღიურად უზმოზე, 30 დღის განმავლობაში. უკვე 1 კვირაში ტკივილისა და დისკომოფრტის შეგრძნება საგრძნობლად შემცირდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – საერთოდ გაქრება. მოცემული ულუფა გათვლილია ერთ მიღებაზე. ყოველდღიურად თქვენ უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.