თრომბები ქვედა კიდურებში: არ გამოტოვოთ ამ მზაკვრული დაავადებისათვის დამახასიათებელი პირველი ნიშნები

3367

ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ჩუმი და მზაკვრული პრობლემა, რომელმაც შეიძლება, უდიდესი საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, თრომბოზია. ეს დაავადება ვითარდება სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ვენების დაბინძურიების ფონზე.

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვედა კიდურებში თრომბების ფორმირებისათვის არ არის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც პრობლემის გამოვლინებაში დაგვეხმარეობდა. როდესაც დაავადების მკურნალობა გვიანდება, ჩვენს სხეულში იწყება შეუქცევადი პროცესები, რაც სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს ნებისმიერი პაციენტისათვის.

თრომბოფლებიტი – როგორ ამოვიცნოთ ის?

მაშ ასე, ვენოზურ სისხლძარღვებში მიმდინარე ანთების დროს ჩვენ გვაწუხებს ისეთი სიმპტომები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. ესენია:

  • უმნიშვნელო შეშუპება;
  • კანჭის ტყუპი კუნთების (იკრები) ტკივილი;
  • წვისა და სიმძიმის განცდა ფეხებში;
  • კანის შეწითლება.

პაციენტების უმრავლესობა სპეციალისტს დახმარებისათვის მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც პრობლემას გაცილებით რთული სახე და ფორმა აქვს შეძენილი: კიდურები გვიშუპდება ძლიერად, ხოლო კანის საფარი იმ ზონაში, სადაც მიმდინარეობს თრომბის ფორმირების პროცესი, იძენს უსიამოვნო მოლურჯო ფერს.

ვინ იმყოფება თრომბების ფორმირების მაღალი რისკის ქვეშ?

  • პაციენტები, რომელთაც უწევთ ხანგრძლივი დროით უმოძრაოდ ყოფნა (მაგ: ოფისში მომუშავე ადამიანები, რომლებიც საათობით სხედან კომპოუტერის წინ).
  • ის ადამიანები, რომელთაც მოუწიათ ხანგრძლივი დროით წოლითი რეჟიმის დაცვა.
  • პაციენტები, რომელთაც აწუხებთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
  • ადამიანები ჭარბი წონით.
  • ხანდაზმული პაციენტები, რომლებიც არ გამოირჩევიან ცხოვრების აქტიური სტილით.

თუ თქვენ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებით და გაწუხებთ ზემოთ მოცემული რომელიმე სიმპტომი, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და შესაბამისად გამოიკვლიეთ თავი. გახსოვდეთ, ნებისმიერი დაავადების განკურნება გაცილებით მარტივია საწყის სტადიაზე, ვიდრე დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ თრომბოფლებიტისათვის დამახასიათებელი პირველი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!