როგორ ვუმკურნალოთ კოჟრებს, ბზარებსა და ვარიკოზს ასპირინის გამოყენებით

2466

კოჟრების, ბზარებისა და ვარიკოზის სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 250 გრამი არაყი და 10 აბი ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა).

კარგად დაფქვით ასპირინის ათივე აბი და დაასხით არაყი. დააყოვნეთ ნარევი 2 დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ შეუდექით მის გამოყენებას.

რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდი ან მარლა დაასველეთ ამ ნარევით, დაიფინეთ პრობლემურ ადგილზე და გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკით, ზემოდან აუცილებლად შემოიხვიეთ თბილი ქსოვილი. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით, მეორე დილას კი დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და აუცილებლად წაისვით ცხიმიანი კრემი.

თუ ამ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ძალიან მალე კოჟრებისა და ბზარებისგან კვალიც კი არ დარჩება. ასპირინისა და არყის ნაზავი თქვენი ქუსლების კანს მინიმალურ ვადაში საოცრად ნაზს, რბილსა და გლუვს გახდის.

თუ ამ საშუალებას ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ გამოიყენებთ, ყოველდღიური პროცედურები უნდა ჩაიტაროთ ერთი თვის განმავლობაში ან კიდევ უფრო დიდი ვადით, თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ოახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა აუცილებელი.

ასპირინი და არაყი – საუკეთესო კომბინაცია ქუსლების კანის მოსავლელად. ეს ნაზავი სასურველ შედეგს მართლაც მინიმალურ დროში მოგცემთ, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნედბით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!