ბარაქის ხე ჩემი უსაყვარლესი მცენარეა, რასაც თავისი მიზეზები და ლოგიკური ახსნა აქვს

48213

ბარაქის ხე ჩემი უსაყვარლესი ქოთნის მცენარეა, რომელიც მუდამ ამშვენებს ჩემს სახლს. გარდა იმისა, რომ ეს მცენარე საკმაოდ მარტივად მოსავლელია და არ საჭიროებს დიდ ყურადღებას, პერიოდულად კი გვიხალისებს ცხოვრებას ულამაზესი ყვავილობით, ის კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარება.

დიახ, არ მოგესმათ… ბარაქის ხის ფოთლები ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით მდიდარი პროდუქტია. თუ მას სწორი ინსტრუქციით გამოიყენებთ, შეძლებთ არაერთი პრობლემისგან გათავისუფლებას.

როგორ გამოვიყენოთ ბარაქის ხე? 

1. მოგაშორებთ კოჟრებსა და გარქოვანებულ კანს

გაუხეშებული კანი მარტივად რომ დაირბილოთ და კოჟრები მინიმალურ ვადაში მოიშოროთ, გამოიყენეთ ბარქის ხის ბოთლები. გაჭერით ისინი შუაზე და შეუდექით მცენარის რბილობით კოჟრების აქტიურად დამუშავებას. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე და ამ უსიამოვნო პრობლემისგან კვალიც არ დარჩება.

2. ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს

ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალების მოსამზადებლად მოაწყვიტეთ თქვენს მცენარეს 10 ცალი ფოთოლი, კარგად გამოწურეთ წვენი და გახსენით 150 მლ წყალში. ახლადმომზადებულ ნარევს იყენებენ პირის ღრუს სავლების სახით სტომატიტის, გინგივიტისა და ანგინის დროს.

ამავე საშუალებით მარტივად არის შესაძლებელი ჰერპესული გამონაყარის მოშორება, თუ მომზადებულ ნარევში კარგად დასველებული ბამბის დისკით რეგულარულად დაიმუშავებთ კანის პრობლემურ მონაკვეთებს.

იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპოზი გაწუხებთ, ჩაიწვეთეთ ეს საშუალება ორივე ცხვირის ნესტოში 3-3 წვეთის ოდენობით, დღეში 4-ჯერ ან 5-ჯერ.

3. ამარცხებს ჰემორეას (ბუასილს)

ბარქის ხე შეგიწყობთ ხელს ჰემოროიდული კვანძების ანთების შემცირებაში. რამდენიმე ფოთლისაგან კარგად გამოწურეთ წვენი და შეურიეთ იმ რაოდენობით ვაზელინში, რომ მიიღოთ თხევადი ემულსიის კონსისტენცია. ამ მასაში კარგად ასველებენ ტამპონს, რომელსაც ითავსებენ სწორ ნაწლავში რამდენიმე წუტით. პროცედურა უნდა ჩატრდეს დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

4. გვიმსუბუქებს მდგომარეობას ვენების ვარიკოზის დროს

უსიამოვნო შეგრძნებებისა და სიმპტომების შესამცირებლდ, რომლებიც ვენების ვარიკოზს უკავშირდება, კიდურებს იმუშავებენ ბარაქის ხის ფოთლების სპირტნაყენით, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: მინის ლიტრიანი ქილის მესამედი შეავსეთ ხორცსაკეპში გატარებული ან დაბლენდერებული ფოთლებით და დასხით იმ რაოდენობით ოჯახის არაყი, რომ ქილა პირამდე შეივსოს. დააყოვნეთ ეს ნარევი ბნელ და გრილ ადგილას 3-4 კვირის განმავლობაში.

5. ამცირებს ტკივილს

ბარახის ხის ფოთლების სპეციალური კომპრესები საგრძნობლად ამსუბუქებს ტკივილს ართრიტის, ართროზისა და პოდაგრის დროს. არაჩვეულებრივია ეს საშუალება სახსრების ტკივილის შემთხვევაშიც.

ანალოგიური ინსტრუქციით მოამზადეთ სპირტნაყენი ბარაქის ხის ფოთლებისგან და მისი გამოყენებით რეგულარულად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები. პირობას გაძლევთ, ტკივილი მალევე გაივლის!

მაქსიმალურად მოერიდეთ ამ მცენარის მიღებას შინაგანად, მისთვის გარკვეული უკუჩვენებებია დამახასიათებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!