ქოლესტერინის მოჭარბებული დონისათვის დამახასიათებელი 9 ყურადსაღები ნიშანი

8226

ქოლესტერინის დონის მატებისათვის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ არის დამახასიათებელი, რის გამოც პრობლემის დიაგნოსტიკა, სისხლის საერთო ანალიზის ჩატარების გარეშე, საკმაოდ რთულ დავალებას წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენი ვენებისა და არტერიების კედლებზე ქოლესტერინის მვრივი მასები იწყებს დაგროვებას, ორგანიზმი ამის შესახებ სხვადასხვა სიგნალებით გვამცნობს. გაეცანით ინფორმაციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, რათა შეძლოთ პრობლემის დროულად გამოვლინება და შესაბამისი ზომების მიღება.

ქოლესტერინის დონის მატებისათვის დამახასიათებელი ნიშნები

1. შეშუპება და კიდურების ხშირი დაბუჟება

კიდურების შეშუპება და ხშირი დაბუჟბა ქოლესტერინის დონის მატებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ არტერიების კედლებზე დალექილი ქოლესტერინის ფენები აფერხებს სისხლის მიმოქცებას და ჟანგბადის მიწოდებას შინაგანი ორგანოებისათვის.

2. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

პირის ღრუდან ამომავალი უსიამოვნო სუნი ორგანიზმში ქოლესტერინის დონის მატებაზე მიგვითითებს. ქოლესტერინის ჭარბი დონე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რის შედეგადაც თავს იჩენს უსიამოვნო სუნი და სიმშრალე პირის ღრუში.

3. მუცლის შებერილობა და კუჭის გაღიზიანება

სავსებით შესაძლებელია, საჭმლის მოუნელებლობა და მუცლის ქრონიკული შებერილობა ორგანიზმში ქოლესტერინის მოჭარბებული დონის შედეგი იყოს. ლიპიდების ჭარბი დონე სისხლსა და ღვიძლში უარყოფითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და საჭმლის მონელების პროცესზე.

4. თავბრუსხვევა და თავის ტკივილი

როგორც უკვე ვახსენეთ, ქოლესტერინის დონი მომატება აფერხებს სისხლის მიმოქცევას სხეულში, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევასა და თავის ძლიერ ტკივილს.

5. მხედველობის პრობლემები

პაციენტებს, რომელთაც ქოლესტერინის მაღალი დონე აღენიშნებათ, ხშირად აწუხებთ თვალების გაღიზიანება და მხედველობის დაბინდვა.

6. ყაბზობა

ლიპიდების დაგროვება არტერიებში უარყოფითადა მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. შესაბამისად, საგრძნობლად ქვეითდება ნაწლავების პერისტალტიკა და ხშირად იჩენს თავს ყაბზობა.

7. ტკივილი მკერდის არეში

ეს ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ნიშანია, რომელიც ქოლესტერინის ჭარბი დონის შედეგი შეიძლება იყოს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გამწვავებები.

8. ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე

სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, მუდამ ძილის სურვილი, ცუდი განწყობა – რამდენიმე უსიამოვნო მოვლენა, რომელსაც საფუძვლად ცუდი კვება, ზედმეტი ფიზიკური აქტივობა ან ქოლესტერინის დონის მოჭარბება უდევს.

9. კანის დაავადებები

წითელი ლაქების გაჩენა კანზე, ქავილის უსიამოვნო შეგრძნება, რომლის ატანაც შეუძლებელია, გამონაყარი – ყოველივე ეს ქოლესტერინის მაღალ დონეზე მიგვანიშნებს.

ყური უგდეთ ამ ნიშნებსა და სიგანლებს, რათა დროულად შეძლოთ პრობლემის დიაგნოსტიკა და შესაბამისი ზომების მიღება. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!