გულის შეტევისა და ინსულტის აღარ მეშინია. ნივრისა და ლიმონის კომბინაცია ძალიან დამეხმარა

13077

ნიორი და ლიმონი – ორი ინგრედიენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხურ მედიცინაშიც კი. გარდა კერძებისთვის საოცარი არომატის მინიჭებისა, ორივე პროდუქტი გამოირჩევა სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული.

ჩვენ ყველას არაერთხელ გვსმენია ორივე პროდუქტის საოცარი თვისებების შესახებ. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ამ ორი ინგრედიენტის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ საშუალებას, რომელიც ბოლომდე წმენდს სისხლძაღვებს ქოლესტერინის ფენებისგან და სხვა მსგავსი მავნე ნარჩენებისგან.

დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი კურსის ჩატარების შემთხვევაში, გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში, დარეგულირდება წნევა, ქოლესტერინისა და შაქრის დონე სისხლში, შეძლებთ სხეულის გაწმენდას, მეტაბოლიზმის დაჩქარებას და უცხო სხეულების, პარაზიტების განადგურებას.

მხოლოდ ამ და მსგავსი ნატურალური საშუალებებითაა შესაძლებელი გულის კუნთის გაძლიერება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობის დიდი ხნით შენარჩუნება. რატომ უნდა ვფლანგოთ ფული სამედიცინო პრეპარატებში, თუ არსებობს გაცილებით ეფექტური ნატურალური ალტერნატივა?! გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სააფთიაქო აბებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები სახლში

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • 6 საშუალო ზომის ლიმონი
  • 30 კბილი ნიორი

ინსტრუქცია: 

  1. ორივე ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად.
  2. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა.
  3. გადაიტანეთ ის საშუალო ზომის ქვაბში, დაასხით 1 ლიტრი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე.
  4. როდესაც ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად.
  5. ოთახის ტემპერატურის ნარევი გადაწურეთ სუფთა მინის ბოთლში ან ქილაში. მყარი მასა, რომელიც დაგრჩებათ, მოიშორეთ.

მიღების წესი: 

  1. პირველი სამი კვირის განმავლობაში მიირთვით ეს საშუალება დღეში 50 მილილიტრის ოდენობით, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
  2. 3 კვირიანი კურსის შემდეგ გააკეთეთ 1 კვირიანი დასვენება.
  3. შესვენების შემდეგ კვლავ ვიტარებთ 3 კვირიან კურსს (ყოველდღიურად ვიღებთ მზა ნაყენს 50 მლ ოდენობით).
  4. სრული კურსის გამეორება შეგიძლიათ ყოველ 6 თვეში ერთხელ.

თუ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, ამ საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!

რატომ უნდა ჩავიტაროთ ეს კურსი? 

  • გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში;
  • გაიწმენდთ ღვიძლს;
  • შეიმცირებთ ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში;
  • დაირეგულირებთ არტერიულ წნევას;
  • შეიმცირებთ ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში;
  • თავიდან აირიდებთ ახალწარმონაქმნების ფორმირებას;
  • გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას;
  • გაიუმჯობესებთ თირკმელების მუშაობას და დაამარცხებთ სითხის შეკავებას;
  • დაიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და დაიკლებთ წონას.