რომ არა ეს რეცეპტი, დღეს ცოცხლებში აღარ ვეწერებოდი. ნივრის ნაყენმა დაავადებების მთელი “თაიგული” განკურნა

0
72493

დავიწყებ იმით, რომ 40 წლის შემდეგ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები და დაავადებები ჩემი ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად იქცა.

ქრონიკული სისუსტე და დაღლილობა, კიდურების ხშირი შეშუპება, მუდმივად ღებინების შეგრძნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი დღე მხოლოდ შვრიის ფაფით ვიკვებებოდი, სუნთქვის გართულება და გახშირება, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები – ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ცხოვრების ხალისს მიკარგავდა და უამრავ რამეში მზღუდავდა.

ყოველივე ამის პარალელურად, დღითიდღე ჩემი სმენა უარესდებოდა და საკმაოდ ხშირად ყურებში შუილის განცდა მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდ დროს სწორედ კომპიუტერის წინ, ოფისში ვატარებდი, ყველა სხვა “სიკეთესთან” ერთად, კისრისა და წელის პრობლემებმაც არ დააყოვნა და თავი იჩინა.

ყოველივე ეს იმდენად დიდ უსიამოვნო შეგრძნებთან იყო დაკავშირებული, რომ სტრესი და დეპრესიაც კი დამეწყო, რაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებსაც კი უდიდეს დისკომფორტს უქმნიდა. მეუღლე სამსახურიდან შინ დაბრუნებას არასდროს ჩქარობდა, რადგან ჩემი გაუთავებელი ჩივილები ოჯახის ყველა წევრზე ძალიან მოქმედებდა.

ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, რომელიც ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა. გასულ წელს, აღდგომის წინა დღეს, როდესაც პროდუქტების საყიდლად ბაზარში დიდი კალათით გავეშურე და ერთ-ერთი ხნიერი ქალბატონის დახლს მივუახლოვდი, თვალებზე ბინდი გადამეფინა, კალათი ხელიდან გამივარდა და გვერდზე მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის წყალობით, ძირს დაცემას სრულიად შემთხვევით გადავურჩი.

სწორედ ამ დროს ბებიამ, რომლის დახლსაც მივუახლოვდი, ჩემ მიმართ უდიდესი ყურადღება გამოიჩინა და დახმარება შემომთავაზა. დაახლოებით 30 წუთი ვუსმენდი მას, თუ რა ჩივილები აწუხებდა რამდენიმე წლის უკან და როგორ გადაჭრა ყველა ჩამოთვლილი პრობლემა მხოლოდ ერთი ხალხური რეცეპტით. აღარაფერს ვკარგავდი, ბებიას გულისყურით ვუსმენდი და რეცეპტის ჩასაწერად კალამ-ფურცელიც მოვიმარჯვე.

უკვე კურსის შუაში მდგომარების საგრძნობლად გაუმჯობესებას ვგრძნობდი: სუნთქვის გართულება და გახშირება აღარ მაწუხებდა, ფეხების შეშუპება და ღებინების შეგრძნება წარსულში დარჩა, შუილი ყურებში კი – საგრძნობლად შემცირდა.

რეგულარული პროცედურების შედეგად, უკვე კურსის მიწურულისკენ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი! თითქოს ჩემი ორგანიზმი დღითიდღე ახალგაზრდავდებოდა და ყველა პრობლემა, რომელიც მაწუხებდა, არა რეალობა, არამედ ცუდი სიზმარი, კოშმარი იყო.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძვირფას ყველა ადამიანს, რომელიც დაახლოებით იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც წინა წელს თავად ვიყავი, ამ საშუალების მიღებას ვურჩევ! სამწუხაროა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები დღესდღეობით არა მხოლოდ ხნიერ ადამიანებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი მოხშირდა, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

ახლა კი გთავაზობთ უშუალოდ რეცეპტს, რომელიც ბაზარში მომუშავე ხნიერმა ქალბატონმა გამიზიარა. დღემდე მისი მადლიერი ვარ!

ხორცსაკეპის ან ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა 50 კბილი ნიორისგან. შეაჩერეთ არჩევანი არა ჩინურ, ფალსიფიცირებულ პროდუქტზე, არამედ ნატურალურ ნიორზე. მიღებულ ფაფას დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი და დატოვეთ დასაყოვნებლად ბნელ და თბილ ადგილზე 3 დღე-ღამის განამვლობაში. დაყოვნებული მასა გაწურეთ უბრალო ქსოვილით ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდით. გაწურული მასა მოიშორეთ, ის აღარ დაგვჭირდება.

მზა ნაყენი აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივარში. 1 ჩაის კოვზ ცივ წყალში გახსენით ნაყენი 8-10 წვეთის ოდენობით და მიიღეთ ის დღეში 3-ჯერ.

კრუსის ხანგრძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია რამდენიმე თვიანი შესვენების გაკეთება.

რა სარგებელი მოაქვს ნივრის ამ ნაყენს? 

  • თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზს;
  • ებრძვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს;
  • წმენდს ორგანიზმს მავნე ნარჩენებისგან;
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
  • თავიდან გვარიდებს მიოკარდიუმის ინფარქტს;
  • აღადგენს მხედველობას;
  • აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here