როგორ გამოვასწოროთ ყველა დარღვევა ჩვენს ორგანიზმში უბრალო ჭარხლის დახმარებით

18711

ჭარხალი – სასარგებლო ბოსტნეული, რომელსაც ხალხური მედიცინის სხვადასხვა რეცეპტებში ხშირად ვაწყდებით. მისი მუქი შეფერილობა განპირობებულია ანტოციანებით – სპეციალური შენაერთები, რომლებიც კიბოს საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით გამოირჩევა.

ჭარხალი ძალიან სასარგებლოა ჩვენი გულისთვისაც. ის შეიცავს ბეტაინს – ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას სხვადასხვა დაავადებებისგან გაიცავს.

მოცემულ ბოსტნეულში ძალიან მაღალია ისეთი მნიშვნელოვანი მინერალებისა და ელემენტების შემცველობაც, როგორიცაა: ვიტამინ B1, B2, B12 და C, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, სპილენძი, იოდი, რკინა და ა.შ.

ჭარხალს საკმაოდ ხშირად იყენებენ ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის, რადგან ის ეფექტურად გამდოევნის მანვე ნარჩენებსა და წიდებს ჩვენი სხეულიდან. ანტიოქსიდანტებით, პექტინითა და უჯრედისით მდიდარი ეს ბოსტნეული აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსაც.

განსაკუთრებით სასარგებლო გავლენა მას ჩვენს ღვიძლზე აქვს. ყველა გამოცდილი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ ჭარხალი მტვერსასრუტივით, უჯრედულ დონეზე წმენდს ჩვენს ღვიძლს დაგროვებული ტოქსინებისგან და აუმჯობესებს მის მუშაობას.

ჭარხლის კიდევ ერთი ღირებული თვისება – სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება მთელ სხეულში. ეს ბოსტნეული ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, არეგულირებს სისხლის წნევას და წმენდს სისხლძარღვებს მავნე ნარჩენებისგან.

ჭარხალი შეგიძლიათ მიიღოთ როგორც მოხარშული, ასევე გამომცხვარი სახით, თუმცა სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაცია სწორედ ნედლ ბოსტნეულშია. გარდა ჭარხლის სალათების რეგულარულად მირთმევისა, მისგან მაქსიმალური სარგებელის მიღებას კოქტეილებისა და წვენების სახით შეძლებთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ კარგი ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ჭარხლით, რეგულარულად მიირთვით მისგან მომზადებული წვენები, სალათები და სმუზები. ასე დაიცავთ გულ-სისხლძარღვტა სისტემას, გაიუმჯობესებთ ღვიძლის მუშაობას, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას, დაირეგულირებთ წნევას და თავიდან აირიდებთ კიბოს.

როგორც ხედავთ, ჭარხალი ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მოუყევით ამის შესახებ თქვენს მეგობრებსაც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!